კურტუა: ''ფეხბურთის სირცხვილია, რომ ბელგიამ ვერ მოიგო''
Aa
Aa

კურტუა: ''ფეხბურთის სირცხვილია, რომ ბელგიამ ვერ მოიგო''

საფრანგეთთან დამარცხების შემდეგ ბელგიელთა გოლკიპერმა ტიბო კურტუამ პრესასთან საუბრისას ფრანგების სათამაშო სტილი გააკრიტიკა.

„ვერ ვიტყვი, რომ მეტოქე ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა. ფრანგები საკუთარი კარიდან 35 მეტრის მოშორებით იცავდნენ თავს.

მათ გოლი სტადარტულიდან გაიტანეს, ასე იყო ურუგვაისთანაც. ფეხბურთში ყველაფერს დეტალები წყვეტს.

ფეხბურთის სირცხვილია, რომ დღეს ბელგიამ ვერ მოიგო.

ყველა გუნდი შესაძლებლობებიდან გამომდინარე თამაშობს. ჩვენი ძალა ფეხბურთის თამაშშია. ფრანგების კი დაცვაში და კონტრ-შეტევებზე, სადაც მათ კილიან მბაპე ჰყავთ, რომელიც ძალიან სწრაფია.

ფრანგებმა იცოდნენ, რომ ჩვენ სიღრმიდან მოთამაშე გუნდებთან პრობლემები გვექმნებოდა“ - აღნიშნა კურტუამ.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთმა ბელგია ყველა კომპონენტში დაჯაბნა. დიდიე დეშამის გუნდმა დამსახურებულად 1:0 გაიმარჯვა.

შეხვედრის პირველი ნახევარი შედარებით თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. აქტიური იყო ბელგიელთა ათიანი ედენ აზარი. ალდერვეირელდის ბრწყინვალე დარტყმული მოიგერია უგო ლორისმა.

ამბობენ მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო... დიდიე დეშამის გუნდმა შესვენების შემდეგ ბელგიელებს შანსი არ დაუტოვა.

გამარჯვების მომტანი გოლი "ბარსელონას" უკანახაზელმა სამუელ უმტიტიმ ანტუან გრიზმანის კუთხურის შემდეგ გაიტანა. საფრანგეთი ფინალში ინგლისსა და ხორვატიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები