„დიდება უკრაინას“ - FIFA-მ ვიდა ანტი-რუსული კომენტარისთვის არ დასაჯა
Aa
Aa

„დიდება უკრაინას“ - FIFA-მ ვიდა ანტი-რუსული კომენტარისთვის არ დასაჯა

ფიფა დომაგოი ვიდას ანტი-რუსული კომენტარების შესახებ გამოძიებას აწარმოებდა. ხორვატი მკაცრ სასჯელს გადაურჩა. ფიფას წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დისციპლინარულმა კომიტეტმა რუსეთთან მატჩის შემდეგ ვიდეოში გამოთქმული ფრაზისთვის ვიდა გააფრთხილა. თუ ვიდა ანალოგიური შინაარსის კომენტარს კიდევ გააკეთებს, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება უფრო მკაცრი იქნება. ხორვატიის ნაკრების მცველი ნახევარფინალში ინგლისის წინააღმდეგ ითამაშებს.

მეოთხედფინალის დამატებით დროში ვიდამ რუსეთის ნაკრების კარი აიღო, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო რგოლში  ვიდა და ხორვატიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ოგნენ ვუკოიევიჩი გამოჩდნენ. დომაგოიმ ასეთი რამ განაცხადა:„დიდება უკრაინას“. ამ ფრაზას უკრაინელები და ანტი-რუსული იდეოლოგიის მქონე ნაციონალისტები იყენებენ. ვიდას სიტყვებს, ვუკოიევიჩმა დაამატა: "ეს გამარჯვება კიევის დინამოს და უკრაინას ეძღვნება“.

მოგვიანებით ვიდამ sports.ru-სთან საუბარში აღნიშნა: ''ეს იყო გამარჯვება მხოლოდ ხორვატიისთვის. არანაირი პოლიტიკა. ეს ხუმრობაა. უკრაინაში უამრავი მეგობარი მყავს. მე არ ვგულისხმობდი რაიმე სხვას. არ მინდა პოლიტიკა ფეხბურთში ჩავრთო. მიყვარს რუსები, მიყვარს უკრაინელები, მიყვარს ბრაზილიელები, მიყვარს ყველა.''

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ვიდას მხარდაჭერა გამოუცხადა. უკრაინის ფეხბურთის ფედერაცის პირველმა პირმა ანდრეი პაველკომ სოციალურ ქსელში დაწერა: ''ვიდამ შესანიშნავი თამაშით ნახევარფინალში თამაში დაიმსახურა. ვიდა წლების განმავლობაში კიევის ''დინამოსთვის'' ასპარეზობდა, როცა უკრაინაში საკმაოდ რთული ვითარება იყო. ვიდას უკრაინაში ძალიან ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი დარჩა. ვფიქრობ მათ დაიმსახურეს, რომ ვიდას გამარჯვება ნაწილობრივ მათთვის მიეძღვნა. ლოგიკურია, რომ ვიდა, რომელსაც უკრაინამ ძალიან ბევრი რამ მისცა, უკრაინისა და მისი მოქალაქეეებისადმი პატივისცემითაა განწყობილი. ვიდას უფლება აქვს საჯაროდ გამოხატოს უკრაინის მიმართ პატივისცემა.''

შეგახსენებთ, ყირიმის ანექსიისა და ომის შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის უკიდურესად დაძაბული ვითარებაა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები