საოცარი მატჩი ეროვნულ ლიგაში - 9 გოლი და ''დინამოს'' დრამატული გამარჯვება
Aa
Aa

საოცარი მატჩი ეროვნულ ლიგაში - 9 გოლი და ''დინამოს'' დრამატული გამარჯვება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მე-17 ტურში ფოთის ''კოლხეთმა'' ზესტაფონის ''დავით აბაშიძეზე'' თბილისის ''დინამოს'' უმასპინძლა. თამაშის მეორე ტაიმი ძალიან საინტერესო გამოვიდა. საერთო ჯამში მაყურებელმა 9 გოლი იხილა.''კოლხეთი'' 3:6 დამარცხდა.

ანგარიში ნომინალურმა მასპინძლებმა გახსნეს, 33-ე წუთზე თბილისის ''დინამოს'' დაცვის ხაზი ჩავარდა და ილია მიხალიოვმა ''კოლხეთი'' დააწინაურა. 41-ე წუთზე ლაშა თოთაძემ ანგარიში გაათანაბრა. ''დინამოს'' მცველის ეფექტური საჯარიმო დარტყმა გოლით დასრულდა.

59-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა შესანიშნავად ითამაშა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერი დარტყმით ''დინამო'' დააწინაურა. 69-ე წუთზე თოთაძის ბრწყინვალე შორეული გადაცემის შემდეგ ლევან ხარაბაძემ ''კოლხეთის'' საჯარიმოში ზუსტად იმოქმედა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

75-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე ''კოლხეთის'' ლეგიონერმა პეტერსონ კაბორემ იაქტიურა, მისი გადაცემის შემდეგ იაროსლავ კვასოვმა ''დინამოს'' მცველებს აჯობა და ანგარიში შეამცირა - 2:3 მე-80 წუთისთვის ანგარიში 3:3 გახდა. ბორის მახარაძის ჩაწოდების შემდეგ დავით კობოური შეცდა, ვითარებით ლუკა იმნაძემ ისარგებლა და ახლო მანძილიდან ბულისკერიას გაუტანა.

82-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის ჩაწოდების შემდეგ მიხეილ ერგემლიძემ თავური დარტყმით ''დინამო'' დააწინაურა. დარჩენილ დროში კახა კაჭარავას გუნდმა კიდევ ორი გოლი გაიტანა, თავი კიტეიშვილმა და ნინუამ გამოიჩინეს. საბოლოოდ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა 6:3 გაიმარჯვა.

 

ფოთის კოლხეთი – თბილისის დინამო 3:6(1:1)

29 ივნისი, ზესტაფონი, "დავით აბაშიძე"

კოლხეთი: გურგენიძე, ჭეიშვილი(ჯიმშელეიშვილი, 80), პანამარიოვი, გოგბერაშვილი(კაკულია 90+1), კვასოვი, იმნაძე, მიხაილოვი (მიხალიოვი, 77), მახარაძე, გოგონაია, კაბორე, დანილოვი

მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ნინუა, ივანიშვილი(ბაბუნაძე, 82), კიტეიშვილი, კუცია(ერგემლიძე, 67), ზივზივაძე, დარცმელია (პაატა კიტეიშვილი, 89)

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა

გოლები: 1:0 მიხალიოვი(33), 1:1 თოთაძე(41), 1:2 კიტეიშვილი(59), 1:3 ხარაბაძე(69), 2:3 კვასოვი(75), 3:3 იმნაძე(79), 3:4 ერგემლიძე(82), 3:5 კიტეიშვილი(84), ნინუა(89)

გაფრთხილებები: პანამარიოვი(17), კვასოვი(34), მიხალიოვი(38), გოგბერაშვილი(68)

მთავარი მსაჯი: გ.ყრუაშვილი

 

ბოლნისის სიონი – ქუთაისის ტორპედო 1:2 (0:0)

 29 ივნისი, თბილისი, “მიხეილ მესხი 2“

 სიონი : ზარქუა, მინდორაშვილი (უგულავა 90+3), ნოზაძე, ალექსანდრე გურეშიძე, გიორბელიძე, ქიქავა, ხმალაძე, მიქაბერიძე (კოშკაძე 86), გაფრინდაშვილი, სიხარულია (მანაგაძე 56), ბერიაშვილი

 მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

 ტორპედო: ქვილითაია, თორნიკე გრიგალაშვილი, ჭიჭინაძე, გიორგი გურული, ქიმაძე, კუხიანიძე, გიგაური (მამასახლისი 74), სარდალიშვილი (ტუღუში 57), კუტალია, დოლიძე, ბოხაშვილი (წიქარიძე 46)

 მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

 გოლები: 1:0 ბერიაშვილი (46), 1:1 წიქარიძე (85), 1:2 ქიმაძე (90+1)

 გაფრთხილებები: ბოხაშვილი (34), ბერიაშვილი (40), დოლიძე (90+4)

 მთავარი მსაჯი: ჯ.ხორავა

 

საბურთალო – საჩხერის ჩიხურა  1:0 (0:0)

 28 ივნისი, თბილისი, “მიხეილ მესხი“

 საბურთალო: კუპატაძე, თედო გრიგალაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი (ჩაბრაძე 52), ტერა, ალთუნაშვილი (გორგიაშვილი 62), დიასამიძე, გოშთელიანი (ტატანაშვილი 70), ვოლკოვი, კოხრეიძე

 მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

 ჩიხურა: ჰამზიჩი (მწყერაშვილი 60), ჩიტეიშვილი,  კახაბრიშვილი, ბუღრიძე, გაბედავა, მირცხულავა, მაისაშვილი, ჩიკვაიძე, მეგრელიშვილი, დობროვოლსკი (ბუხაიძე 85), ლექვთაძე (ჩიხლაძე 64), 

 მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

 გოლი: 1:0 ვოლკოვი (84)

 გაფრთხილებები: დიასამიძე (23), დობროვოლსკი (66)

 მთავარი მსაჯი: გ.ვადაჭკორია

 

გორის დილა – თბილისის ლოკომოტივი 3:2(0:1)

27 ივნისი, "თენგიზ ბურჯანაძე", გორი

დილა: ბეგაშვილი, კერელეიშვილი(რაჟამაშვილი, 62), გოგიაშვილი, ჩადუნელი, კორიფაძე, რაზმაძე, ნონიკაშვილი(ლემპტი, 84), ქავთარაძე, ფორტესი(ფანცულაია, 46), კოვტალიუკი, რიბეირო

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

ლოკომოტივი: შეროზია, გაბაძე, კობახიძე(ყენია, 80), ჯიქია(კომახიძე, 65), ჭანტურია, ქურდაძე, უბილავა, ძებნიაური, სამურკასოვი, კიკაბიძე(არდაზიშვილი, 62), გავაშელიშვილი, 

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გოლი: 0:1 გავაშელიშვილი(22), 1:1 კოვტალიუკი(58), 1:2 გავაშელიშვილი(61), 2:2 რიბეირო(78), 3:2 კოვტალიუკი(90+3)

გაფრთხილებები: ჩადუნელი(27), ძებნიაური(58), სამურკასოვი(74), ქავთარაძე(83), ჩადუნელი(90+1)

გაძევება: ჩადუნელი(90+1)

მთავარი მსაჯი: ა.ნონიკაშვილი

 

რუსთავი - სამტრედია 2:1 (1:1)

29 ივნისი, თბილისი, ''მიხეილ მესხი''

რუსთავი: სეფიაშვილი, გეგეჭკორი,  პაპავა,  ცინცაძე, კვირკვია (ქავთარაძე 74), ხვიჩა კვარაცხელია (კირკიტაძე 82), ფონიავა, კობახიძე (კ), ციცქიშვილი (სიჭინავა 57), მარცვალაძე, ვარლამ კილასონია

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

სამტრედია: ილია სტურუა, ანტე გი, ახალაძე,  ოლხოვი, ჩაჩუა, შოთა კერძევაძე, ულიანოვი, ფატიჩი, ჯგერენაია, კუჭუხიძე, ხაბეიშვილი (კირკიტაძე 66)

მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

გაფრთხილებები: ვარლამ კილასონია (36), ჯგერენაია (59), გეგეჭკორი (72), ახალაძე (74)

გოლები: 1:0 მარცვალაძე (33), გი (37 პენ), 2:1 მარცვალაძე (75)

მთავარი მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები