180 მილიონი!
Aa
Aa

180 მილიონი! "ლივერპულმა" ასენსიოს სანაცვლოდ "რეალს" სუპერ წინადადებით მიმართა!

ესპანური Mundo-ს ინფორმაციით, „ლივერპული“ მადრიდის „რეალის“ ესპანელი შემტევის მარკოს ასენსიოს შეძენას გეგმავს.

„მერსიდაიდელები“ მზად არიან, რომ ასენსიოს სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს შეელიონ. მათ ესპანელებს უკვე მიმართეს.

22 წლის ფეხბურთელს მადრიდელებთან არსებული ხელშეკრულება 2023 წელს უმთავრდება და მისი გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევროა.

იურგენ კლოპს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და ასენსიო მისი ნომერ პირველი სამიზნეა.

რთული სათქმელია, თუ რამდენად შეელევა „რეალი“ თავის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელს.

ასენსიოს „რეალში“ იმდენი სათამაშო დრო არ ეძლევა, რამდენიც მას სურს და ინგლისელებიც სწორედ ამ ფაქტორის გამოყენებას შეეცდებიან.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი ხედვა აქვს ხულენ ლოპეტეგის და რომელ მოთამაშეებზე აპირებს ის დაყრდნობას.

„ლივერპულის“ წინადადებისთვის ამ ეტაპზე „რეალს“ პასუხი არ გაუცია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები