გერმანიის კარში გატანილი გოლის დროს მექსიკაში მიწისძვრა დაფიქსირდა!
Aa
Aa

გერმანიის კარში გატანილი გოლის დროს მექსიკაში მიწისძვრა დაფიქსირდა!

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სენსაცია მოსკოვში "ლუჟნიკების" სტადიონზე დაფიქსირდა.

მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიამ მექსიკასთან მოულოდნელი მარცხი იწვნია.

მექსიკელებმა შესანიშნავად ითამაშეს და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვეს. გოლის ავტორი ლოზანო გახდა, რომელმაც ამ მომენტის შემდეგ საკუთარი სახელი უკვდავყო.

ლოზანოს გოლი "ლუჟნიკებზე" წარმოუდგენლად აღნიშნეს, თუმცა ეს ახლოსაც ვერ მივა იმ ემოციებთან რომელიც მექსიკაში იყო.

მექსიკის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლოზანოს გოლის დროს ქვეყანაში მიწისძვრა მოხდა.

ეროვნულმა სეისმურმა ცენტრმა განაცხადა, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც გოლი გავიდა მცირე სეისმური ბიძგები შეინიშნებოდა.

აქვე გეტყვით, რომ ანალოგიური რამ პერუშიც მოხდა. როდესაც პერუელებმა დანიასთან შეხვედრაში პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, ადგილობრივმა სეისმურმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით მიწისძვრა დაფიქსირდა.

ქომაგების სიხარული ამაო გამოდგა. საბოლოოდ პერუელებმა პენალტი ვერ გამოიყენეს და შეხვედრაც წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები