რალის მსოფლიო ჩემპიონატი სებასტიან ოჟიემ მოიგო
Aa
Aa

რალის მსოფლიო ჩემპიონატი სებასტიან ოჟიემ მოიგო

სამხრეთ უელსის მიწაზე დასრულდა რალის 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. სეზონის დამგვირგვინებელ რბოლაში კი გამარჯვება მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ოჟიემ მოიპოვა. მან თითქმის ნახევარი წუთით აჯობა მეორეზე გასულ ჩრდილოირლანდიელ კრის მიკს, მესამეზე კი ოჟიეს ნორვეგიელი თანაგუნდელი ანდრეას მიკელსენი გავიდა.

„აქ გამარჯვება, სეზონის საუკეთესო დასრულებაა. მაგრამ განწყობა საზეიმო არაა, რადგან ახლა ჩვენი ფიქრები სულ სხვაგან არის. ძალიან რთული უქმეები იყო“, - განაცხადა ჩემპიონმა, ვისი გამარჯვების სიხარულიც, პარიზში მომხდარმა ტრაგედიამ დაჩრდილა.

ოჟიეს მთავარი მეტოქე და მისივე თანაგუნდელი, ფინელი იარი-მატი ლატვალა, გაამრჯვებისთვის ბრძლას პირველივე დღეს, მეორე სპეცმონაკვეთზე მომხდარი ავარიის შემდეგ გამოეთიშა. ლატვალამ რბოლა გააგრძელა და რბოლის ბოლო, სუპერ სპეცმონკვეთი მოიგო, რისთვისაც სამი ბონუს ქულა დაიმსახურა. ისე კი, ამ ბონუსების გარეშეც, ჩემპიონტს მეორე ადგილზე დაასრულებდა.

მართალია, დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ოჟიემ ლიდერის პოზიცია ერთხელ და ისიც შემთხვევით დაკარგა. ეს რბოლის მეორე დღეს მოხდა, როცა ტიერი ნოივილის ნაავარიებმა მანქანამ გზა ჩახერგა. ოჟიეს დაახლოებით ნახევარი წუთით ლოდინმა მოუწია. თუმცა მსაჯებმა მალევე აღუდგინს ეს დრო.

დაძაბული ბრძლა გაჩაღდა მეორე ადგილისთვის. მიკმა მთელი რბოლის განმავლობაში გაუძლო მიკელსენის შეტევებს და მართალია, ნორვეგიელი რბოლის ბოლო დღეს წამოეწია კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მიკმა შეძლო ათწამიანი უპირატესობის შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ 2001 წლის შემდეგ, მიკი პირველი ბრიტანელი მრბოლია, ვინც საშინაო რბოლაში კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო. 14 წლის წინათ ეს რიჩარდ ბარნსმა მოახერხა, როცა მესამე ადგილი დაიკავა.

 

ბრიტანეთის რალი

 

სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 3:03:02.000

კრის მიკი (ბრიტანთი, სიტროენი) +00:26.000

ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) 00:36.200

დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) 02:51.300

ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი) 03:00.500

ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) 03:09.100

მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 04:28.400

სტეფან ლეფებვრი (საფრანგეთი, სიტროენი) 05:38.400

რობერტ კუბიცა (პოლონეთი, ფორდი) 06:22.700

ლორენცო ბერტელი (იტალია, სიტროენი) 08:05.000

მრბოლთა საბოლოო კლასიფიკაცია (მოწინავე ათეული)

 

1.სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) - 263 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) - 183; 3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) - 171; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი) - 116; 5. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი) - 112; 6. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) - 90; 7. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) - 89; 8. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) - 89; 9. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი) - 84; 10. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) - 63.

ცხელი ამბები