კევინ დურანტი:
Aa
Aa

კევინ დურანტი: "კალათბურთს მხოლოდ ბეჭდების მოსაპოვებლად არ ვთამაშობ"

„გოლდენ სტეიტმა“ რამდენიმე დღის წინ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ფინალური სერიის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო კვლავ კევინ დურანტს გადაეცა. „მეომრებმა“ ლარი ობრაიენის თასის მოპოვება ოკლენდში გამართულ აღლუმზე აღნიშნეს.

დურანტი მაიკლ ჯორდანის შემდეგ პირველი კალათბურთელი გახდა, რომელიც სეზონის საუკეთესო მექულე 4-ჯერ და ფინალების MVP 2-ჯერ გახდა. გამარჯვებას კევინი და მამამისი, უეინ პრატი, ჩემპიონობას აღნიშნავდნენ და ზაკ ლოუისთან საკმაოდ საინტერესო საუბარი გამართეს.

„ვინ იფიქრებდა, რომ ოდესმე მაიკლთან ერთად მახსენებდნენ“? ჰკითხა უეინს კევინმა. პრატმა კი „ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის“ ლეგენდარული მწვრთნელის, როი უილიამსის სიტყვები გაახსენა, რომელიც მან სინჯებზე დურანტის ხილვისას თქვა: „კევინ, შენ ძალიან კარგი კალათბურთელი ხარ“.

ჯორდანისა და დურანტის შედარება სრულიად წარმოუდგენელია, კევინს ჯერ მხოლოდ ორი ბეჭედი აქვს და ჩემპიონობის მოპოვება მის მთავარ მიზანს არ წარმოადგენს. პრატის მიხედვით დურანტი მაიკლთან გათანაბრებას და მის გადასწრებას არ ცდილობს, იგი კობისგან და ლებრონისგან აბსოლუტურად განსხვავებული კალათბურთელია და სხვა მიზნები აქვს.

ESPN-თან საუბრისას კევინმა განაცხადა:“გამარჯვებაზე ვგიჟდები, თუმცა ჩემპიონობის მოპოვების სურვილით შეპყრობილი მოთამაშე ნამდვილად არ ვარ! ინდივიდუალური პროგრესის მიღწევა მსურს და კალათბურთს მხოლოდ ბეჭდების მოსაპოვებლად არ ვთამაშობ’.

შეგახსენებთ, რომ „მეომრების“ საჩემპიონო აღლუმზე დურანტმა გუნდში დარჩენის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა და დიდი ალბათობიტ „კეიდი“ კიდევ რამდენიმე სეზონს კვლავ „გოლდენ სტეიტში“ გაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები