Aa
Aa

ოფიციალურად: 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 3 ქვეყანა უმასპინძლებს!

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ერთდროულად სამ ქვეყანაში გაიმართება!

აშშ, კანადა და მექსიკა მუნდიალს ერთად უმასპინძლებენ.

ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა.

ზემოხსენებული ტრიოს მთავარი კონკურენტი მაროკო გახლდათ, რომელმაც ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.

აშშ-ს, კანადასა და მექსიკას ჯამში 134 ხმა ერგოთ. მაროკომ კი 65 ხმა მიიღო.

80 მატჩიდან 60-ს აშშ უმასპინძლებს. დარჩენილ 20-ს კი კანადა და მექსიკა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე რუსეთისა და საუდის არაბეთის მატჩით გაიხსნება.

აქვე გეტყვით, რომ 2022 წლის მუნდიალს ყატარი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები