რონალდო ესპანურ კლუბს ყიდულობს - 30 მილიონი ''ვალიადოლიდის'' შესაძენად
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო ახლოსაა ფეხბურთში დაბრუნებასთან. ბრაზილიურ გაზეთ O Globo-ს ცნობით ''რეალის'' ყოფილი ფორვარდი მოლაპარაკებას ესპანეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ ''ვალიადოლიდთან'' აწარმოებს. 41 წლის რონალდო საფეხბურთო კლუბის შეძენისთვის 30 მილიონ ევროს გადაიხდის.
მიმდინარე წლის იანვარში სამხრეთამერიკელმა La Folha de Sao Paulo-სთან საუბარში განაცხადა: ''დიდებულია როცა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობ, მაგრამ მანამდე მსურს დიდ კლუბის მართვა და გამოცდილების მიღება. ვფიქრობ ინგლისის ან ესპანეთის მეორე ლიგის კლუბის შეძენაზე. მსურს გავაკეთო რაღაც ინოვაციური. ვფიქრობ მზად ვარ გამოწვევისთვის.''

2002 წლის მუნდიალის გამარჯვებულს კლუბის მართვის გამოცდილება აქვს. 2014-17 წლებში რონადო ამერიკული ფეხბურთის კლუბ ''ფორტ ლუდერდეილ სტრაიკერსის'' თანამფლობელი იყო. მან 2017 წელს 20-პროცენტიანი აქცია გაყიდა.
რაც შეეხება ''ვალიადოლიდის'' ამჟამინდელ მთავარ აქციონერს, ის ესპანელი კარლოს სუარესია, რომელიც კლუბის პრეზიდენტის პოსტს იკავებს.
