შემთხვევითობა თუ?
Aa
Aa

შემთხვევითობა თუ? "რეინჯერსის" შემტევი "სელტიკის" გულშემატკივრებთან ერთად "აღმოჩნდა"

„რეინჯერსის“ ფორვარდი, მაიკლ ოჰალორანი შოტლანდიის თასის ფინალურ ეტაპზე „სელტიკის“ გულშემატკივრებთან ერთად იჯდა, რამაც „რეინჯერსის“ ქომაგების აღშფოთება გამოიწვია. სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, სადაც ასოციაციის თასის ფინალს „კელტების“ გულშემატკივრების გვერდით თვალს „ლურჯების“ შემტევი ადევნებდა.

კენი მოიესის მტკიცებით, რომელიც ოჰალორანის აგენტია, მაიკლი შეხვედრაზე ნეიტრალური სტატუსით მივიდა და არცერთ გუნდს არ ქომაგობდა: „მაიკლმა არ იცოდა, რომ მის გარშემო მხოლოდ „სელტიკის“ გულშემატკივარები იქნებოდნენ. იგი საკუთარ საქციელს ნანობს და ხვდება, რომ ყველაფერი ცუდად გამოვიდა. ვიცი, რომ „რეინჯერსის“ გულშემატკივრები მას აქტიურად აკრიტიკებენ, თუმცა „ჰემპდენზე“ მაიკლი „სელტიკის“ გულშემატკივარის სტატუსით ნამდვილად არ ყოფილა. იგი „რეინჯერსის“ მოთამაშეა. მას ეგონა, რომ ბილეთები ნეიტრალურ სექციაში იყო, თუმცა როდესაც სიტუაცია გაანალიზა უკვე გვიანი აღმოჩნდა“.

„მოზერველს მაიკლის გადაბირება იანვარში სურდა და ოჰალორანმა მატჩზე დასასწრები ბილეთები შოტლანდიის საფეხბურთო ფედერაციას თხოვა. არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს ოპონენტების მატჩებზე დასწრება უნდა ავუკრძალოთ, თუმცა რომ გვცოდნოდა გარემოცვის შესახებ მაიკლი მატჩზე ნამდვილად არ წავიდოდა“.

ოჰალორანმა სეზონის პირველი ნაწილი იჯარის წესით „სენტ ჯონსტონში“ გაატარა იანვარში კი „რეინჯერსმა“ იგი უკან დაიბრუნა. 27 წლის ფეხბურთელმა გლაზგოურ გუნდში 2016 წლის შემდეგ 38 შეხვედრა გამართა და მხოლოდ 3 გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები