პსჟ-მ მაქსველს გაუხანგრძლივა
Aa
Aa

პსჟ-მ მაქსველს გაუხანგრძლივა

საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა “პარი სენ ჟერმენმა” გუნდის ბრაზილიელ მცველ მაქსველთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი “პარკ დე პრენსზე” 2016 წლის ზაფხულამდე დარჩება. ამის შესახებ პარიზული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

33 წლის მაქსველი პსჟ-ს ღირსებას 2012 წლიდან მოყოლებული იცავს. მიმდინარე სეზონში კი საფრანგეთის ლიგა 1-ში 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები