მარკინიოსმა პსჟ-სთან გაახანგრძლივა
Aa
Aa

მარკინიოსმა პსჟ-სთან გაახანგრძლივა

ბრაზილიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მარკინიოსმა “პარის სენ-ჟერმენთან” მოქმედი კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულების გათვალისწინებით, 20 წლის ფეხბურთელი “პარკ დე პრენსზე” 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

მარკინიოსმა მიმდინარე სეზონში პარიზული კლუბის მაისური 31-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები