ზვიადაური ყაველაშვილს: ''რა აზრი აქვს კომისიის არსებობას თუ ბრალდებები უსაფუძვლოა?''
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არაფორმალურ გარემოში ახალგაზრდებს შეხვდნენ. ერთ-ერთი კითხვა ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას შეეხებოდა.
''ყოველთვის ვამბობ რომ არ გვყავს დასაკარგი სპორტსმენი. ჩემი პირადი აზრია რომ ძიუდოს ნაკრების წევრების მოთხოვნები არადამაჯერებელია. შექმნილი კომისისს ფარგლებში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ყველა ინსტიტუცია უნდა იყოს დაცული, მაგრამ თუ ვინმეს აქვს დანაშაული ან დარღვევა, ხელს ვერავის დავაფარებთ'' - აღნიშნა ყაველაშვილმა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის კომენტარს ეხმაურება.
''სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი მიხეილ ყაველაშვილი აშკარად კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის კეთილგანწყობას ქევხიშვილისადმი. ჩნდება კითხვა: რა აზრი აქვს კომისიის შექმნას ან რა დასკვნა უნდა დადოს კომისიამ,როცა კომისიის თავჯდომარე უსაფუძვლოს და სიცრუეს უწოდებს ნაკრების მიერ წამოყენებულ ბრალდებებს ? '' - წერს ზვიადაური facebook-ის პირად გვერდზე.