პსჟ-მ ტუხელი დაადასტურა - გერმანელმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
საფეხბურთო კლუბ პსჟ-ს მთავარ მწვრთნელად შემდეგი სეზონიდან ტომაშ ტუხელი იმუშავებს. უმდიდრეს ფრანგულ კლუბთან 44 წლის გერმანელმა სპეციალისტმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
???????? « I am very happy to welcome Thomas Tuchel as new Paris Saint-Germain coach" - PSG president Nasser Al-Khelaïfi ????????
— Paris Saint-Germain (@PSG_English) May 14, 2018
2015 წელს იურგენ კლოპის ''დორტმუნდიდან'' წასვლის შემდეგ მთავარ მწვრთნელად ტომაშ ტუხელი დაინიშნა, რომლის მუშაობა ორი წლის შემდეგ უარყოფითად შეფასდა და არნემის ''ვიტესიდან'' წამოსულმა პიტერ ბოშმა შეცვალა.
პსჟ-ში ტუხელი ესპანელ უნაი ემერს შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობით პარიზულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწია. კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას სწორედ ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით ტუხელი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და შეუძლია პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით უხელმძღვანელოს.
შეგახსენებთ, 2017 წლის მაისში ტუხელმა ''დორტმუნდი'' დატოვა და მას შემდეგ უმუშევარი იყო.
ტომაშ ტუხელის ხანმოკლე საფეხბურთო კარიერა 1998 წელს დასრულდა. 2007-08 წლებში ''აუგსბურგის'' სარეზერვო გუნდს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2009-14 წლებში ''მაინცის'' მთავარი მწვრთნელი იყო. 2015 წელს ''დორტმუნდს'' ჩაუდგა სათავეში და 2016-17 წლების სეზონის დასრულების შემდეგ პოსტი დატოვა.