10 მედალი და 2 რეკორდი - დინამოს მოცურავეების წარმატებული ჩემპიონატი
Aa
Aa

10 მედალი და 2 რეკორდი - დინამოს მოცურავეების წარმატებული ჩემპიონატი

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ცურვაში ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და პოპულარული კლუბის, „დინამო თბილისის“ წევრებისთვის წარმატებული გამოდგა. გარდა იმისა, რომ ამ გუნდის მოცურავეებმა შეჯიბრება ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, ორი ეროვნული რეკორდიც დაამყარეს, რითაც მიღწეული წარმატება კიდევ უფრო გაალამაზეს.

რეკორდების ავტორი ალექსანდრე ერაძე 100 მეტრზე ბრასით ცურვაში (1:30.00) და მიხეილ სერედინსკი 1500 მეტრზე თავისუფალი ყაიდით ცურვაში (15:36.64) გახდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია სერედინსკის ინდივიდუალური წარმატებაც, რომელიც ეროვნული რეკორდის დამყარებასთან ერთად, ვაჟთა აბსოლუტურ კატეგორიაში ტურნირის საუკეთესო მოცურავედ დასახელდა.

ცნობისათვის, „დინამო თბილისის“ სახელით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოცურავეებმა პირველად იასპარეზეს და ამის გათვალისწინებით, კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ სადებიუტო ასპარეზობა კლუბისთვის მნიშვნელოვანი წარმატებით დასრულდა. მოპოვებული 10 მედალი, ორი ეროვნული რეკორდი და ტურნირის საუკეთესო მოცურავის ტიტული გუნდის ცურვის მიმართ სპორტულ პოტენციალსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე მეტყველებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ბარსელონა დაამარცხეს | აპოლოს მეორე გამარჯვება ევროთასზე
    ბარსელონა დაამარცხეს | აპოლოს მეორე გამარჯვება ევროთასზე