ტანმოვარჯიშეების ისტორიული შედეგი - მსოფლიოს ჩემპიონი ქართული წყვილები
Aa
Aa

ტანმოვარჯიშეების ისტორიული შედეგი - მსოფლიოს ჩემპიონი ქართული წყვილები

ჩინეთის ქალაქ ნანძინში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის ისტორიული გამოდგა. ბატუტზე ხტომაში გამართულ პლანეტის პირველობაზე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ჯამში ცხრა ფინალში იასპარეზეს და ჩემპიონის ტიტული ორმა წყვილმა მოიპოვა.

საქართველოს უდიდესი წარმატება პირველებმა მარიამ გაბრიაძისა და ელენე კირთაძის დუეტმა მოუტანა, რომლებიც სინქრონულ ხტომებში 13-14 წლამდე ასაკის შეჯიბრებაში ასპარეზობდნენ და 46,35 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. 17-დან 21-წლამდე ასაკის ტანმოვარჯიშეებს შორის კი სინქრონულ ხტომაში ოქროს მედალი მაია ბოჭორიძისა და მარიამ რაგიმოვის წყვილმა მოიპოვა, რომელთაც თავი 48,56 ქულას მოუყარეს და ჩინელ და ბელარუს კონკურენტებს აჯობეს.

აქვე გეტყვით, რომ ინდივიდუალურ ხტომებში მარიამ გაბრიაძე მერვე ადგილზე გავიდა. 11-12 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის ქრისტინე პლეხანოვისა და ნინო მარკოზაშვილის დუეტმა მერვე პოზიცია დაიკავა, ხოლო ამავე ასაკში შერეულ წყვილებში მარკოზაშვილმა გიორგი დელიბაშვილთან დუეტში მეხუთე შედეგი აჩვენა. ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო ლუკა ლომთათიძე, რომელიც საუკეთესო რვა სპორტსმენს შორის მოხვდა, 55.15 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა და აზერბაიჯანელ პრიზიორს მხოლოდ 0,3 ქულით ჩამორჩა. 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დიდი წარმატება ტანვარჯიშში - ქართველი ევროპის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტია
    დიდი წარმატება ტანვარჯიშში - ქართველი ევროპის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტია