კრიშტიანუ რონალდუ, ჟორჟე ჟეზუსი, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ვმოქმედებდი ისე, როგორც ნაკრებს სჭირდებოდა“ - ჟეზუსმა რონალდუზე ისაუბრა

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუსმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არაფერს ნანობს და ახლაც სწორედ ისე მოიქცეოდა.

„რატომ გადაწყვიტა კრიშტიანუმ კარიერის დასრულება? არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. თუმცა ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენ ერთი სეზონი ვიმუშავეთ ერთად და ტიტულიც მოვიგეთ. 

შესაძლებელი რომ იყოს, შევცვლიდი თუ არა რამეს, რაც წინა სანაკრებო პაუზის დროს მოხდა? აბსოლუტურად არაფერს შევცვლიდი. მივიღე გადაწყვეტილება როგორც მწვრთნელმა, პირველ ადგილზე პორტუგალიის ნაკრების ინტერესები დავაყენე.

დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი გამიკეთებია ისეთი, რასაც შემდგომ განვითარებული მოვლენები შეიძლება გამოეწვია“.

ცნობისთვის, რონალდუ პორტუგალიის ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავდა. მან ეროვნული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 234 მატჩი ჩაატარა, 146 გოლი გაიტანა (რაც ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგია) და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    23-წლიანი ეპოქა დასრულდა - რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
    23-წლიანი ეპოქა დასრულდა - რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა