ლევან კორღალიძე, ამირან ძაგანია
Aa
Aa

მსაჯის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები ვართ | კორღალიძე არჩათვლილ გოლზე

კონფერენს ლიგის ფაზის მე-3 ტურის შეხვედრაში „იბერია 1999“ დანიაში „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

„კოპენჰაგენი“ თბილისური კლუბისთვის კონფერენს ლიგის ფაზაზე ყველაზე გამოცდილი და ალბათ ყველაზე ძლიერი მეტოქეც არის. ამ ყველაფრის ფონზე, „იბერიამ“ საკმაოდ თამამად და კარგად ითამაშა, შანსებიც შექმნა და დანიელებიც ანერვიულა.

მატჩის შემდეგ თბილისური გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო. ამ თემაზე მისი კომენტარი Geo Team-მა გაავრცელა: 

„მსაჯზე კომენტარს იშვიათად კი არა, საერთოდ არ ვაკეთებ, მაგრამ დღეს არ შემიძლია პატარა კომენტარი არ გავაკეთო. ისეთი იმედგაცრუებულები ვართ... ასე რომ იშრომებ, ასე რო იწვალებ... ასეთ მჭიდრო გრაფიკში გულს და სულს დებ და შემდეგ ერთი არასწორი გადაწყვეტილება... ვგულისხმობ არჩათვლილ გოლს, ჩვენი სუბიექტური აზრით გოლი ჩასათვლელი იყო. რას ვიზამთ, ასე გადაწყდა. მსაჯს არაფერს ვაბრალებ. თუ რამე ისე არ ხდება, როგორც გვსურს, ეს პირადად ჩემი ბრალია.

მინდა ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო. თუ რაიმე პასუხისმგებლობა აკისრია გუნდს, როგორც ამ მატჩში, ასევე ზოგადად ასეთი მაღალი დონის ტურნირის ძირითად ეტაპზე, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყოველი მატჩი უკეთესი იყოს”.

თბილისური კლუბის პრესსამსახურმა ლევან კორღალიძისა და ამირან ძაგანიას კომენტარები გაავრცელა, ეს კომენტარები ქომაგებს ეხება, მათ სტადიონისკენ მოსვლისკენ მოუწოდებენ.

ლევან კორღალიძე: „მინდა დიდი თხოვნით მივმართო გულშემატკივარს, მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კმაყოფილები წავიდნენ”.

ამირან ძაგანია: „ველოდებით ქართველ გულშემატკივარს ხეტაფესთან მატჩზე, ძალიან გაგვიხარდება თუ გაივსება სტადიონი, ჩვენც სხვანაირად მოტივირებულები ვიქნებით”.

ბოლოს გეტყვით, რომ მე-4 ტურში „იბერია 1999“ თბილისში ესპანურ „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 26 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება (21:45).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    3 დებიუტანტი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
    3 დებიუტანტი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის