პაპუნაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ''სარაგოსა'' ლა ლიგაში აღზევების შანსს ინარჩუნებს
ლა ლიგა 2-ის 37-ე ტურში ''რეუს დეპორტივო'' საკუთარ მოედანზე ''სარაგოსას'' შეხვდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ''სარაგოსას'' სასტარტო თერთმეტეულში ქართველი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი მოხვდა. სტატისტიკურ ვებგვერდ sofascore-ის მიხედვით პაპუნაშვილი ''სარაგოსას'' ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 22 წლის პაპუნაშვილის თამაში 7,0 ქულით შეფასდა, თანაგუნდელთაგან მხოლოდ გოლის ავტორ გაისკა ტოკეროსა და მეკარე კრისტიან ალვარესს ვერ აჯობა.
ლა ლიგა 2-ში ''სარაგოსა'' 59 ქულით მე-4 ადგილზეა, 1 ქულით უსწრებს უშუალო კონკურენტებს ''ნუმანსიასა'' და ''კადისს.'' ''სარაგოსა'' მესამეადგილოსან ''უესკას'' 6 ქულით ჩამორჩება. გამომდინარე იქიდან, რომ 37-ე ტურში მხოლოდ ''რეუს დეპორტივომ'' და ''სარაგოსამ'' ითამაშეს, მიმდინარე ტურის შემდეგ შესაძლოა ''სარაგოსა'' მეხუთე ან მეექვსე ადგილზე დაქვეითდეს, თუმცა შესაძლოა პოზიცია შეინარჩუნოს. მიზნის მისაღწევად ''სარაგოსა'' აუცილებლად უნდა მოხვდეს საუკეთესო ექვსულში, რაც გადათამაშების გზით ლა ლიგაში აღზევებას გულისხმობს. გათამაშების დასრულებამდე კიდევ ხუთი ტური რჩება. 5 მაისს ლა ლიგა 2-ის 38-ე ტურში ''სარაგოსა'' სტუმრად მეორეადგილოსან ''ხიხონს'' შეხვდება.

გიორგი პაპუნაშვილი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა ''სარაგოსას.'' ლა ლიგა 2-ში სადებიუტო სეზონში 23 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი შეაგდო. ''რაიო ვალეკანოსა'' და ''ალმერიას'' გარდა ''ლორკას'' ორ სხვადასხვა შეხვედრაში გაუტანა. თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა მოთამაშემ 1 გოლი ესპანეთის სამეფო თასზე გაიტანა.