ჟოზემ კრიტიკოსებს უპასუხა:
Aa
Aa

ჟოზემ კრიტიკოსებს უპასუხა: "სალაჰი მე არ გამიყიდია!"

ჟოზე მოურინიო ჟურნალისტების კრიტიკას გამოეხმაურა, მედიის წარმომადგენლები პორტუგალიელს "ჩელსიდან" სალაჰის გაშვებაში ადანაშაულებდნენ. ჟოზემ ბრალდებებს ტყუილი და მორიგი უსამართლობა უწოდა.

"ჩელსიმ" სალაჰი ბაზელიდან 2014 წელს გადმოიყვანა და მის სანაცვლოდ 14 მილიონი ფუნტი გადაიხადა. თუმცა ეგვიპტელი ლონდონურ კლუბს ვერ მოერგო და „სტემფორდ ბრიჯზე“ ხშირად სათადარიგო შემადგენლობის მიღმა რჩებოდა.

სალაჰი იჯარით ჯერ "ფიორენტინაში" გაუშვეს, ხოლო 2016 წლის ზაფხულში რომას მიყიდეს. იტალიაში გატარებული სეზონის შემდეგ მოჰამედი "ლივერპულს" შეუერთდა და „მერსისაიდელთა“ შემადგენლობაში 43 გოლი გაიტანა.

„ენფილდზე“ გატარებული საოცარი სეზონის შემდეგ ჟურნალისტებმა მოურინიოს კრიტიკა დაიწყეს. პორტუგალიელმა მასმედიის წარმომადგენლებს “ESPN BRAZIL“-თან ინტერვიუში უპასუხა და განაცხადა:

 

“ხალხი თვლის, რომ სალაჰი გუნდიდან მე გავუშვი, არადა პირიქით, მო ლონდონში მე ჩამოვიყვანე. თუმცა მალევე "ჩელსიში" მითხრეს, რომ გუნდში სალაჰის ადგილი აღარ იყო. ლონდონში იგი ახალგაზრდა ასაკში მოვიდა, მოსთვის ყველაფერი რთული აღმოჩნდა, რადგან ახალი გარემოსთვის როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად და კულტურულად მზად არ აღმოჩნდა.

„სალაჰს სათამაშო დრო და საფეხბურთო თვალსაზრისით გაზრდა სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იგი იჯარით „ფიორენტინაში“ წავიდა, სადაც მოს ვარსკლავის დაბადება დაიწყო“.

„ფიორენტინას" შემდეგ "ჩელსიმ" მისი გაყიდვა გადაწყვიტა. სრული სისულელეა იმის თქმა, რომ მო გუნდიდან მე გავუშვი. ტრანსფერში გუნდის ხელმძღვანელობა იყო ჩართული და საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ მათ მიიღეს.“

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვიყიდე სალაჰი და გუნდიდან მის გაშვებასთან არანაირი კავშირი არ მაქვს! თუმცა ახლა ეს ყველაფერი უმნიშვნელოა, მო საოცარი ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ რომ ასეთ წარმატებას მიაღწია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სალაჰმა თითქმის ყველას გაუტანა, თუმცა ჩვენი კარის დალაშქვრა ვერცერთ შეხვედრაში ვერ მოახერხა“.

"ლივერპულს" სალაჰის ტრანსფერი 36.5 მილიონი ფუნტი დაუჯდა. ეგვიპტელმა 2018 წლის ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიგო და ჩემპიომთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე „რომას“ ორი გოლი გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები