„ანდრეი დემჩენკო გუნდის მთავარ მწვრთნელად რჩება“ | იბერია 1999-ის განცხადება
Crystalbet ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერია 1999“-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. თბილისური კლუბი პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს მთავარი მწვრთნელი, ანდრეი დემჩენკო პოსტიდან გაათავისუფლა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ანდრეი დემჩენკოს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლო წასვლის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
„იბერია 1999“ ოფიციალურად ადასტურებს, რომ ანდრეი დემჩენკო რჩება გუნდის მთავარ მწვრთნელად და კლუბთან ერთად აგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებთ გულშემატკივრებსა და მედიას, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“, — ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „იბერია 1999“-ს ზედიზედ ხუთი შეხვედრა აქვს წაგებული. თბილისური კლუბის წარუმატებელი სერია „ტორპედოსთან“ დაიწყო. შემდეგ იყო ორი მარცხი „იაგელონიასთან“, წაგება „გაგრასთან“ და მარცხი საქართველოს თასზე „სამტრედიასთან“.
„იბერია 1999“ Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციას იკავებს. დემჩენკოს გუნდს 34 ქულა აქვს და პირველადგილოსან „რუსთავს“ 8 ქულით ჩამორჩება, თუმცა მასზე ორით ნაკლები მატჩი აქვს გამართული.