გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ლივერპულის უგოლო ფრე კომოსთან | მამარდაშვილმა სასტარტოში ითამაშა

ანდონი ირაოლას გაწვრთნილმა „ლივერპულმა'' საკუთარ ბაზაზე იტალიურ „კომოსთან'' ფრედ 0:0 ითამაშა. გუნდებმა ორი 35-წუთიანი ტაიმი ჩაატარეს.

„მერსისაიდელთა'' სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი შეუცვლელად ითამაშა. ქართველი მეკარის კარისკენ ზუსტი და სახიფათო დარტყმა არ შესრულებულა. პირველ ტაიმში „კომოს'' გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა დიაომ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

 

 

 

ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში გიორგი მამარდაშვილმა სანდერლდენთან (სასტარტოში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს), რექსემთან (სასტარტოში იყო და 75 წუთი ითამაშა) და ლიდს იუნაიტედთან (90 წუთი) ითამაშა. აგვისტოში ლივერპულის შეკრებას ალისონი შეუერთდა, რომელიც მონაკოსთან სასტარტოში იყო, მეორე ტაიმი ქართველმა მეკარემ სრულად ჩაატარა.

დღეს ლივერპული კომოსთან კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. სავარაუდოდ, მეორე მატჩში სასტარტოში ალისონი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონ პსვ-სთან საგოლე პასი შეასრულა | ეგოიანის 3 საგოლე მოქმედება ორ მატჩში
ჩემპიონ პსვ-სთან საგოლე პასი შეასრულა | ეგოიანის 3 საგოლე მოქმედება ორ მატჩში