გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ორ კვირაში ელოდებიან - უდინეზეს ჩაკვეტაძე სჭირდება

გიორგი ჩაკვეტაძის ინგლისის ჩემპიონლიგიდან იტალიის სერია A-ში გადასვლამ თითოეული ქართველი გულშემატკივარი უზომოდ გაახარა, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ 26 წლის ქართველ ნახევარმცველს წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში „უდინეზეს“ არც ერთ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, რისი მიზეზიც ისევ და ისევ ტრავმებია, რამაც უნიჭიერეს ფეხბურთელს ამ დრომდე საკუთარი შესაძლებლობების ალბათ ნახევარის გამოვლენის საშუალებაც არ მისცა.

ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, როდის დაუბრუნდება სავარჯიშო პროცესს გიორგი და ამ მხრივ ფრიულური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს დილით დამაიმედებელი ინფორმაცია გავრცელდა - ჩაკვეტაძე სრული დატვირთვით ვარჯიშს ორ კვირაში დაიწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სერია A-ს სტარტს მზადყოფნაში შეხვდება. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ გიორგი ივნისში საქართველოს ნაკრებში თამაშისას მიღებულ დაზიანებას მკურნალობს, რომლის რეციდივმაც თავი უდინეში გადაბარგების შემდეგ იჩინა.

აქვე გეტყვით, რომ მართალია საკონტროლო მატჩებში დაფიქსირებულ შედეგებს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა ფაქტია, რომ „უდინეზემ“ ხუთი ამხანაგური მატჩიდან ერთიც ვერ მოიგო, რაც იმის მანიშნებელია, რომ ფრიულურ კლუბს ჩაკვეტაძის დონის მოთამაშე ჰაერივით სჭირდება. გერმანელი კოსტა რუნიაიჩის მომზადებულმა კლუბმა „მაინცთან“ (3:3) და „ისტრასთან“ (2:2) ფრედ ითამაშა, ხოლო „სუონსისთან“ (0:2), „ალ-აჰლისთან“ (1:2) და „ტრაბზონსპორთან“ (0:1) დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სევილიაში თავს კარგად წარმოაჩენს“ - DAZN-ის ჟურნალისტი ქოჩორაშვილზე
„სევილიაში თავს კარგად წარმოაჩენს“ - DAZN-ის ჟურნალისტი ქოჩორაშვილზე