მოჰამედ სალაჰი ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელია!

სიახლე 23.04.2018
A+ A- 13:36

მოჰამედ სალაჰი ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. გამოკითხვა ფეხბურთელთა შორის ჩატარდა და ეგვიპტელმა კევინ დე ბრუინს, ლეროი სანეს, დავიდ სილვას და ჰარი კეინს აჯობა.

სალაჰი გუნდის ისტორიაში მეშვიდე და ლუის სუარესის შემდეგ პირველი „ლივერპულელია“, რომელმაც აღნიშნული ტიტული მოიპოვა. „ენფილდზე“ მოჰამედმა თავისი პირველი სეზონი "პრემიერ ლიგაში" 31 და "ჩემპიონთა ლიგაზე" 8 გატანილი გოლით აღნიშნა. 25 წლის ეგვიპტელი „ოქროს ბუცის“ მოგების მთავარი კანდიდატია, თუმცა „ლივერის“ თავდამსხმელის ძირითადი პრიორიტეტი „ჩემპიონთა ლიგაზე“ „რომასთან“ გასამართი მატჩია.

“საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვება ნამდვილად დიდი პატივია. ძალიან ბევრს ვშრომობდი და ბედნიერი ვარ, რომ აღნიშნული ჯილდო მოვიგე“.

„პრემიერ ლიგის დატოვების დღიდან ჩემი მთავარი მიზანი უკან დაბრუნება და წარმატების მიღწევა იყო. „ჩელსიში“ შანსი არ მომეცა და სწორედ ამიტომ ინგლისში დასამტკიცებელი ბევრი რამ მქონდა. ვფიქრობ რომ „პრემიერ ლიგას“, როგორც განსხვავებული პიროვნება, ასევე განსხვავებული მოთამაშე დავუბრუნდი და შედეგმაც არ დააყოვნა“.

სალაჰმა „ჩემპიონთა ლიგის“ სამომავლო დაპირისპირებაზეც ისაუბრა და განაცხადა:“ლივერპულის“ მსგავს კლუბში თამაში განსაკუთრებული შეგრძნებაა, დარწმუნებული ვარ „ენფილდზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იქნება, რაც მატჩს ერთიორად სასიამოვნოს გახდის. რაც შეეხება „რომას“, იტალიაში მშვენიერი დრო გავატარე და იქაურ მოთამაშეებთან ურთიერთობა დღემდე მაქვს. გამორიცხული არაფერია, მეტოქის დაუფასებლობა არცერთ შეხვედრაში არ შეიძლება. ჩვენ თითოეულ მატჩს სრული სერიოზულობით ვუდგებით და „ჩემპიონთა ლიგის“ ნახევარფინალში სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“.

ეგვიპტელს წლის საუკეთესო ტიტულის მოპოვება „ლივერპულის“ მწვრთნელმა იურგენ კლოპმაც მიულოცა.

 

„ვესტ ბრომვიჩთან“ გატანილი გოლის შემდეგ სალაჰმა ლუის სუარესის, კრიშტიანუ რონალდუს და ალან შირერის რეკორდი გაიმეორა. აღნიშნულ ტრიოს „პრემიერ ლიგის“ 38 მატჩიან სეზონში 31 გოლი აქვს გატანილი. სალაჰს რეკორდის მოსახსნელად 3 შეხვედრა დარჩა.

„პრემიერ ლიგის რეკორდთან გათანაბრება არამხოლოდ ინგლისში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდი მიღწევაა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და იმედი მაქვს, რომ როგორც 38-იანი, ასევე 42 მატჩიანი სეზონის რეკორდსაც მოვხსნი“.

შეგახსენებთ, რომ 42 მატჩიან სეზონში გოლების რეკორდის ავტორები ენდი კოულ და ალან შირერი არიან, რომლებმაც კალენდარულ წელში 34 გოლი გაიტანეს.

„ლივერპულის“ კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა, რომელიც დაჯილდოებაზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებთან სალაჰზე ისაუბრა:“ მოჰამედი გუნდში ზაფხულში მოვიდა და სათამაშო სქემაში იდეალურად ჩაეწერა. სალაჰი ვარჯიშებზეც საოცრად გამოიყურება და როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ საუკეთესო ფეხბურთელია“.

„ვიცოდით, რომ იგი კარგი მოთამაშე იყო, მაგრამ მან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მოჰამედი ძალიან ბევრს მუშაობს და წარმატებაც სწორედ ამის შედეგია“.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული ლეროი სანემ დაისაკუთრა, გერმანელმა რაიან სესინიონს აჯობა. „ფულემის“ 17 წლის ვარსკლავი „ჩემპიონშიპის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ამ ჯილდოზე წარადგინეს. შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა „ჩემპიონშიპის“ საუკეთესო ფეხბურთელის და საუკეთესო ახალგაზრდის ტიტული მოიგო.

ჟურნალისტებთან საუბრისას რაიანმა განაცხადა:“მიხარია, რომ „ჩემპიონშიპის“ პირველი ფეხბურთელი გავხდი, ვინც ამ ჯილდოზე წარადგინეს. თუმცა ეს დასასრული ნამდვილად არაა, მომავალში საკუთარ თავზე მუშაობას და საფეხბურთო თვალსაზრისით გაზრდას ვაპირებ“.

სანემ, რომელიც დაჯილდოებას ვერ დაესწრო, გამოკითხვაში რაჰიმ სტერლინგს და ჰარი კეინს აჯობა.

„ჩემთვის ამ ჯილდოს მოგება დიდი პატივია, მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და „მანჩესტერ სიტის“. ასევე მსურს ჩემს კონკურენტებსაც მივულოცო, მათ საუცხოო სეზონი ჩაატარეს და ჯილდოს მოგებას ნამდვილად იმსახურებდნენ“.

რაც შეეხება სხვა ჯილდოებს, „ჩელსის“ ქალთა გუნდის თავდამსხმელი - ფრენ კირბი წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო „სიტისი“ მოთამაშემ, ლორენ ჰემპმა, საუკეთესო ახალგაზრდის ტიტული დაისაკუთრა.

გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის მეხუთე ტური გაიმართა. ცენტრალური მატჩი "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება გახლდათ. "დეზებმა" ბოლომდე იბრძოლეს, მ...

„მადრიდის რეალის“ ყოფილმა და ამჟამად „არსენალის“ ფეხბურთელმა, მესუთ იოზილმა, კრიშტიანუ რონალდუს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო...

გარი ნევილის აზრით გასულ სეზონში ''ლივერპულს'' ინგლისის პრემიერლიგის მოგების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა კლუბი ინგლისის ჩემპიონატის მოგებას მხოლოდ იმ ...

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა TVE-სთან საუბრისას თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და ფ...

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა შვიდიანმა ფრანგმა ერიკ კანტონამ "მანკუნიანელთა" დღევანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოა. კ...

ბრიტანული Mirror-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მორიგი ფეხის დაცდენის შემთხვევაში ჟოზე მოურინიოს დაითხოვს. პორტუგალიელის შემცვლელად "წითელი ეშმ...

ესპანურმა Mundo-მ დაადასტურა, რომ "ბარსელონას" პოლ პოგბას შეძენის მცდელობა რეალურად ჰქონდა და ყველაფერი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. წყაროს ცნობით, ტრანს...

ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების გათამაშება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იქნება, რადგან ჯგუფურ ეტაპზე ერთბაშად 3 ეგრეთწოდებული „სიკვდილის ჯგუფი&l...

ბრიტანული Sun-ის ინფორმაციით, პოლ პოგბას ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით თამაში სურს. გამოცემა ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. სანი წერს, რომ მათ ამ...

დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში თბილისის "დინამომ"  მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე "მერანი" ამგარიშით 2:1 დაამარცხა...

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ჩემპიონთა ლიგის სტარტს გამოეხმაურა. როგორც მოგეხსენებათ „რეკორდმაისტერი“ ჯგ...

გუშინ სტარტი ჩემპიონთა ლიგის ახალმა სეზონმა აიღო. პირველი დღე საკმაოდ საინტერესო გამოდგა და რამდენიმე დაძაბული მატჩიც ვიხილეთ. "ინტერმა" გამარჯვების მ...

უზბეკეთის პრემიერლიგის გასული ტურის სიმბოლურ გუნდში ''ტობოლის'' ქართველი ლიდერები, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა მოხვდნენ. სიმბოლური გუნდი ყაზახურმ...

უზბეკეთის 2018 წლის საფეხბურთო თასის გათამაშების მეოთხედფინალში ტაშკენტური დერბი შედგა. შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' 4:0 გაანად...

უზბეკეთის 2018 წლის საფეხბურთო თასის გათამაშების მეოთხედფინალში ტაშკენტური დერბი შედგა. შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' 4:0 გაანად...

გუშინ სტარტი ჩემპიონთა ლიგის ახალმა სეზონმა აიღო. ტურის ცენტრალური მატჩი „ენფილდზე“ გაიმართა, სადაც „ლივერპულმა“ „პსჟ&ld...

ესპანური Sport-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ 2019-2020 წლების სეზონში ისტორიული ფორმა ექნება. კლუბის 120...

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სოლომონ კვერკველიას დებიუტი წარუმატებელი გამოვიდა. D ჯგუფის პირველ ტურში თურქეთის ჩემპიონმა ''გალათასარაიმ'' საკუთარ მოე...

''არსენალის'' აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი ჩრდილოლონდონურ კლუბს ტოვებს. 53 წლის გაზიდისი ლონდონიდან ოქტომბერში გაემგზავრება, პირველი დეკემბრი...

გასულ უქმეებზე ლა ლიგის მეოთხე ტური გაიმართა. ესპანური ფეხბურთის გრანდებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ და "ბარსას" გარდა სასურველი შედეგის მიღწევა ვე...

ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მოსკოვის ''ლოკომოტივი'' გასვლით შეხვედრას სტამბოლის ''გალათასარაისთან'' ჩაატარებს. ...

CrystalSport-ი გთავაზობთ ყოველკვირეულ რუბრიკას, რომლითაც იტალიის ჩემპიონატის ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებს წარმოგიდგენთ. „პარმასთან&ldq...

გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის მეხუთე ტური გაიმართა. ცენტრალური მატჩი "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება გახლდათ. "დეზებმა" ბოლომდე იბრძოლეს, მ...

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე დონეცკის ''შახტარმა''  სტუმრად 2:0 დაამარცხა უშუალო კონკურენტი ''ოლექსანდრია,'' რომელიც მარცხის მიუხედა...

MLS-ის დასავლეთ კონფერენციის ''სან ხოსემ'' მთავარი მწვრთნელი მაიკლ სტარე წარუმატებელი მუშაობის გამო გაათავისუფლა. 43 წლის შვედი ამერიკულ კლუბს 2017 წლ...

შაბათს აფრიკის ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს ანგოლური „პრიმიერო დე აგოსტო“ და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი ...

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა გარეთ ბეილმა ესპანურ Marca-სთან საუბრისას გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. უელსელი ფეხბურთელი გასული წლის ჩემპ...

რეკომენდებული სიახლეები
ლევან გორგაძე "აკი ბაშო"-ზე გამოსვლას აგრძელებს და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად იბრძვის, რისთვისაც კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დაფიქსირება სჭირდებ...
18.09.2018
შემოდგომის "აკი ბაშო"-ს მე-11 დღეს, ქართველი რიკიში, ლევან გორგაძე იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა! მონღოლი სუმოისტი ...
19.09.2018
''არსენალის'' აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი ჩრდილოლონდონურ კლუბს ტოვებს. 53 წლის გაზიდისი ლონდონიდან ოქტომბერში გაემგზავრება, პირველი დეკემბრი...
18.09.2018
MLS-ის დასავლეთ კონფერენციის ''სან ხოსემ'' მთავარი მწვრთნელი მაიკლ სტარე წარუმატებელი მუშაობის გამო გაათავისუფლა. 43 წლის შვედი ამერიკულ კლუბს 2017 წლ...
18.09.2018
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
18.09.2018
ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის პრესტიჟულ ტურნირზე ჩაება, რომლის საპრიზო ფონდიც ნახევარ მილიონ ევროზე მეტია. ტურნირის სტარტზე...
18.09.2018
ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მოსკოვის ''ლოკომოტივი'' გასვლით შეხვედრას სტამბოლის ''გალათასარაისთან'' ჩაატარებს. ...
18.09.2018
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე დონეცკის ''შახტარმა''  სტუმრად 2:0 დაამარცხა უშუალო კონკურენტი ''ოლექსანდრია,'' რომელიც მარცხის მიუხედა...
18.09.2018
20-27 სექტემბერს ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.  საქართველოს ვაჟთა ნაკრები 9 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, ხოლო ქალებში, სამწუხა...
18.09.2018
გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის მეხუთე ტური გაიმართა. ცენტრალური მატჩი "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება გახლდათ. "დეზებმა" ბოლომდე იბრძოლეს, მ...
18.09.2018
გასულ უქმეებზე ლა ლიგის მეოთხე ტური გაიმართა. ესპანური ფეხბურთის გრანდებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ და "ბარსას" გარდა სასურველი შედეგის მიღწევა ვე...
18.09.2018
უკანასკნელი სიახლეები