პაოლო მალდინი, ფრანკო ბარეზი
Aa
Aa

„მიცავდი, მიმართულებას მაძლევდი, შთამაგონებდი“ | მალდინი ბარეზის დაემშვიდობა

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, პაოლო მალდინი ფრანკო ბარეზის გარდაცვალებას გამოეხმაურა. მალდინიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ყოფილ თანაგუნდელზე ემოციურად ისაუბრა:

„გამარჯობა, ფრანკო. დღეს ზუსტად ისე ვგრძნობ თავს, როგორც მაშინ, როცა, რაღაც მიზეზის გამო, მოედანზე ჩვენთან ერთად ვერ გამოდიოდი: რას ვიზამთ ჩვენი კაპიტნის გარეშე?

შენ მასწავლე ბრძოლა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, მასწავლე, რას ნიშნავს შენი გუნდის მაისურის ერთგულება და ნამდვილი ლიდერის ფასი. შენ ამას ყოველდღე, საკუთარი მაგალითებით აკეთებდი: ცოტა სიტყვით, მაგრამ უამრავი საქმით.

შენ მიცავდი, როდესაც ბავშვი ვიყავი, მიმართულებას მაძლევდი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და შთამაგონებდი, როდესაც კაცად ვიქეცი. შენ იყავი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვის გვერდით თამაშის პატივიც მქონია.

თბილად ვეხვევი შენს მთელ ოჯახს, განსაკუთრებით შენს მეუღლეს, მაურას და შენს ვაჟებს, ედოარდოსა და ჯანანდრეას. მოგვენატრები, კაპიტანო, მაგრამ შენი ვარსკვლავის სინათლე სამუდამოდ გააგრძელებს ჩვენს გაძღოლას“.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ საფეხბურთო სამყაროს „როსონერიმ“ აუწყა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანდრო და მისი თანაგუნდელები სლოვენიაში ჩავლენ | დონჩიჩის ინიციატივა
სანდრო და მისი თანაგუნდელები სლოვენიაში ჩავლენ | დონჩიჩის ინიციატივა