პეპ გუარდიოლა, კარლო ანჩელოტი, პაოლო მალდინი, იტალიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ჯერ ანჩელოტისა და გუარდიოლას ვესაუბრეთ“ - მალდინი იტალიის ნაკრების მწვრთნელზე

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატის შერჩევაზე ისაუბრა.

როგორც მოგეხსენებათ, იტალიელები პეპთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ანაზღაურებაზე ჯერაც ვერ თანხმდებიან.

„იდეალურ შემთხვევაში, მწვრთნელი ამ კვირის ბოლომდე უნდა დაინიშნოს, თუმცა, შესაძლოა, კიდევ უფრო იდეალური ვარიანტი იყოს იმ ადამიანის დალოდება, რომლის ნახვაც სინამდვილეში გვსურს გუნდში.

თქვენ იცით ჩვენი ერთ-ერთი მიზანი. ვერ უარვყოფთ, რომ პეპთან საუბრამდე კარლო ანჩელოტის ველაპარაკეთ და სწორად მივიჩნიეთ დაგვეწყო მათგან, ვისაც მსოფლიოში საუკეთესოებად ვთვლით. ამიტომ, გვჭირდებოდა ზოგადი წარმოდგენა მიგვეღო მათ ხელმისაწვდომობაზე“,

- განაცხადა მალდინიმ.

გუარდიოლამ „მანჩესტერ სიტი“ გასული სეზონის ბოლოს დატოვა. ანჩელოტი კი ბრაზილიის ნაკრებს უდგას სათავეში.

საბოლოოდ, მოსალოდნელია, რომ იტალიელები ვერც გუარდიოლას დაითანხმებენ.

მსგავსი სიახლეები