ვასილიოს გორდეზიანი
Aa
Aa

გორდეზიანს ახალი გუნდი ჰყავს - ქართველი ფორვარდი საბერძნეთის მეორე ლიგაში

საბერძნეთის საფეხბურთო კლუბმა „პანთრაკიკოსმა“ ქართველი თავდამსხმელის, ვასილიოს გორდეზიანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

24 წლის ფორვარდი ბოლოს საბერძნეთის მეორე დივიზიონში, „ელას სიროსში“ ასპარეზობდა, სადაც 11 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მანამდე კი თბილისის „დინამოს“ და ბოსნიური „სარაევოს“ ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება მის ახალ კლუბს, „პანთრაკიკოსი“ მეორე ლიგაში 9-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში გორდეზიანმა 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია მისი გოლი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პოლონეთის წინააღმდეგ, როდესაც მოედანზე ცვლილებაზე გამოვიდა და გუნდს 3 ქულა მოუპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევადიაკოსი გუგეშაშვილით დაინტერესდა - რას გადაწყვეტს ქართველი მეკარე
ლევადიაკოსი გუგეშაშვილით დაინტერესდა - რას გადაწყვეტს ქართველი მეკარე