მარკ ვან ბომელმა შესაძლოა ბელგიის ნაკრები ჩაიბაროს
Aa
Aa

მარკ ვან ბომელმა შესაძლოა ბელგიის ნაკრები ჩაიბაროს

მარკ ვან ბომელი შესაძლოა ბელგიის ნაკრებს მთავარი მწვრთნელი გახდეს.

მანამდე ბელგიის სამეფო საფეხბურთო ასოციაციამ გამოაცხადა, რომ რუდი გარსია ეროვნული გუნდს დატოვებს.

როგორც Nieuwsblad-ი იუწყება, ვან ბომელი შეყვანილია კანდიდატთა მოკლე სიაში, რომელიც ბელგიელთა სპორტულმა დირექტორმა, ვინსენტ მანარტმა წარადგინა.

გამოცემა წერს, რომ ასოციაცია უკვე დაუკავშირდა ნიდერლანდელ სპეციალისტს. ვან ბომელს ბელგიის ნაკრები დომენიკო ტედესკოს გათავისუფლების შემდეგაც შეეძლო ჩაებარებინა, მაგრამ საფეხბურთო ასოციაციამ არჩევანი მაშინ გარსიას სასარგებლოდ გააკეთა.

ნიდერლანდური Telegraaf-ის ცნობით, ამჟამად ვან ბომელი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმთავრესი კანდიდატია. მის სამწვრთნელო კარიერაში ბოლო კლუბი „ანტვერპენი“ იყო, რომელსაც ის 2022-დან 2024 წლამდე ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ციფრებით ლეო უკეთესია, მაგრამ ერთს გეტყვით“ - ბატისტუტამ ლეგენდები შეადარა
„ციფრებით ლეო უკეთესია, მაგრამ ერთს გეტყვით“ - ბატისტუტამ ლეგენდები შეადარა