არგენტინის ნაკრებში საუკეთესო ვინჩიჩი იყო | ესპანელი ჟურნალისტის კრიტიკული შეფასება
ესპანელი ჟურნალისტის, მანუ კარენიოს თქმით, არგენტინის ნაკრებში საუკეთესო მატჩის მთავარი არბიტრი სლავკო ვინჩიჩი იყო. Cadena SER-ის ჟურნალისტმა 46 წლის სლოვენიელი მსაჯის გადაწყვეტილებები მკაცრად გააკრიტიკა.
კარენიო მიიჩნებს, რომ ვინჩიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე პირდაპირი გავლენა მოახდინა. არგენტინამ თამაში კაცნაკლულმა დაასრულა მას შემდეგ, რაც ენცო ფერნანდესმა კუბარსის წინააღმდეგ მოქმედება დააგვიანა და უხეშად ითამაშა. მატჩი ექსტრა-ტაიმში გადავიდა ესპანეთისთვის გაუქმებული გოლის გამო, საკამათო გადაწყვეტილება იყო. ნიკო უილიამსმა თავისი ცხოვრების გოლი გაიტანა, მაგრამ ვინჩიჩმა ეპიზოდის დასრულებაც კი არ აცადა ფეხბურთელებს და დააფიქსირა, რომ მანამდე მიკელ მერინომ ოტამენდის ფეხზე ოდნავ დააბიჯა.
„არგენტინაზე სასაუბროდ დრო კიდევ გვექნება. მესი მსოფლიო ჩემპიონატს ასე დაემშვიდობა. ის რჩება ერთ მოგებულ მუნდიალთან და არგენტინა ისევ მსოფლიოს სამგზის გამარჯვებულია. ჩვენ მუნდიალის ორი თასი გვაქვს, თან ისეთ მატჩში, სადაც მეტოქემ მხოლოდ ის იარაღი გამოიყენა, რისი გამოყენებაც შეეძლო, რადგან სხვა არაფერი გააჩნდა. და სადაც, ალბათ, არგენტინის რიგებში საუკეთესო ვინჩიჩი იყო. სხვა ვინ უნდა ყოფილიყო, უბრალოდ არ ვიცი. არგენტინისთვის MVP რომ უნდა გადაეცათ, ვინჩიჩი ყველაზე გამორჩეული იქნებოდა.
რა სირცხვილია. ჩვენ მოვიგეთ, ძალიან ბედნიერები ვართ და ახლა მსაჯობაზე სულ არ ვდარდობთ. მაგრამ ვინჩიჩის მხრიდან ეს იყო სამარცხვინო მსაჯობა. და ამას ვამბობთ მაშინ, როცა მოვიგეთ. იგივეს ვიტყოდით რომ წაგვეგო და ახლა გაცოფებულები ვიქნებოდით. ბედნიერები და კმაყოფილები ვართ, მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო, მაგრამ დღეს ვინჩიჩის ქმედებები მზაკვრული იყო, რაც ყველაზე ცუდია, რისი გაკეთებაც მსაჯს შეუძლია. ეს იყო სავალალო მსაჯობა, იმ დონეზე, რომელმაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი კითხვა დატოვა.“
???????? @manucarreno, en #ElLarguero, tras el papel de @Argentina en la final de la #FIFAWorldCup:
— El Larguero (@ellarguero) July 19, 2026
???? "Han utilizado las armas que han podido porque no tenían otras. El mejor de ellos ha sido VINCIC"
❌⚖️ "¡Qué VERGÜENZA de arbitraje! Lo decimos cuando hemos ganado..." pic.twitter.com/R82fOq7cCs