ინფანტინო: 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში საუკეთესოა
ჯანი ინფანტინომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში საუკეთესო ტურნირი უწოდა.
ფიფას პრეზიდენტის განცხადებით, ტურნირის ფინალი ფოიერვერკს დაემსგავსება.
„წარმოუდგენელი იქნება. მსოფლიო გაჩერდება და სამი მილიარდი ადამიანი ნახავს, თუ რით დასრულდება ეს მსოფლიო ჩემპიონატი. მუნდიალი სრულიად განსაცვიფრებელი, უნიკალური და წარმოუდგენელი გამოდის. აქ არიან საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო გუნდები, ხალხი, გადაჭედილი სტადიონები და ნამდვილი დღესასწაული. მსოფლიო ჩერდება და უყურებს. ეს არის საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში — წარსულისა და აწმყოს გათვალისწინებით. გარდა ამისა, ის მომავლისთვის გვამზადებს. წარმომედგინა, რომ ტურნირი დიდი იქნებოდა, მაგრამ არა ამდენად. არა ასეთი მასშტაბის, არა ასეთი ატმოსფეროთი, ზეიმითა და ენერგიით. მთელ მსოფლიოში ბედნიერება სუფევს. რა თქმა უნდა, როდესაც აგებ, მოწყენილი ხარ, მაგრამ ხალხი პლანეტის ყველა კუთხიდან ჩამოვიდა იმისთვის, რომ ფეხბურთი ეზეიმა. ინციდენტები არ გვქონია. აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ ადამიანები და ყველა მათგანი ფეხბურთს ზეიმობს. ტურნირზე ყველა ჩემპიონმა ითამაშა, თუმცა გამოჩნდნენ ახალი გუნდები და ახალი ქვეყნებიც. ჩვენ ვიხილეთ ისტორიები, რომელთა დაწერაც და ლეგენდად ქცევაც მხოლოდ ფეხბურთს ძალუძს“, — განაცხადა ინფანტინომ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ხვალ გაიმართება. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.