ლიონელ სკალონი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ამას მოტივაციად ვიყენებთ, ეს სიახლე არ არის“ - სკალონი მსაჯებსა და არგენტინაზე

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთამერიკული გუნდის მიმართ მსაჯების დამოკიდებულების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„ჯერ კიდევ 1986 წელს (არგენტინამ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო) ამბობდნენ, რომ ჩვენ პრივილეგიებს გვანიჭებდნენ. ამიტომ, ეს სიახლე არ არის.

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატებზე ყოველთვის მრისხანე ძალა იყო და, გარკვეულწილად, ჩვენ ამას ვიყენებთ, რათა ფეხბურთელებს ვაჩვენოთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ არგენტინის გამარჯვება. თუმცა ეს ნორმალურია, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც არც სხვა გუნდების გამარჯვება სურთ.

შესაძლოა, ასეთი ხალხი ბევრად მეტიც იყოს და ჩვენ ამას ვითვალისწინებთ. ფეხბურთელებს ეს ესმით. ჩვენ ამას მოტივაციად ვიყენებთ, რათა მოთამაშეებმა კიდევ უფრო უკეთ ითამაშონ.

ახლა, VAR-ის პირობებში დახმარების მიღება ძალიან რთულია. VAR-ის დროს ორმაგი ინტერპრეტაციის ადგილი აღარ რჩება. ლისანდრო მარტინესს ფეხზე დააბიჯეს - ცოტათი, ძლიერად თუ სულ ოდნავ - ეს ჯარიმაა. სხვანაირად ამას ვერ განმარტავ.

ფეხბურთში დახმარების ცნება არ არსებობს. 2026 წელს, ამდენი ტექნოლოგიის პირობებში, ეს შეუძლებელია“,

- განაცხადა ლიონელ სკალონიმ შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები