“თამაშის სტილს არ შევცვლით“ - უაჰბი საფრანგეთთან მატჩის წინ
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკო საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, მაროკოს მთავარმა მწვრთნელმა მოჰამედ უაჰბიმ კომენტარი გააკეთა.
უაჰბი:
„სიურპრიზები არ იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი სათამაშო სტილის შეცვლას. შევეცდებით, საფრანგეთს ფეხბურთის ყველა კომპონენტში გავუწიოთ კონკურენცია. „ისმაილ საიბარი ვერ ითამაშებს. მას მყესის ტრავმა აქვს, მაგრამ თუ გავალთ შემდეგ ეტაპზე, შესაძლოა ტურნირზე დაბრუნება შეძლოს.
2022 წლის დაპირისპირების შემდეგ, ორივე გუნდი მნიშვნელოვნად განვითარდა და დღეს უფრო ძლიერია. ტურნირის ბოლოს შევაფასებთ, რას მივაღწიეთ. ახლა არ ვაპირებ იმის თქმას, რომ მეოთხედფინალში გასვლა უკვე დიდი წარმატებაა. ჩვენ უფრო მეტი გვინდა.
ბევრი იტყვის, რომ მეოთხედფინალში გასვლა უკვე ბონუსია. არა — ბონუსი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. ბურთის ფლობისას მოთმინება დაგვჭირდება. უნდა ვიპოვოთ სივრცეები როგორც ცენტრში, ისე ფლანგებზე.“
შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 2022 წლის ნახევარფინალში შეხვდნენ და მამლებმა 2:0 გაიმარჯვეს. გოლები ტეო ერნანდესმა და კოლო მუანიმ გაიტანეს.
ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება დღეს გაიმართება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.