საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

მონტენეგროსთან ვიწყებთ, ბერძნებთან ვამთავრებთ - მეორე შესარჩევი ეტაპის კალენდარი

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კალენდარი ცნობილია. ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებული გუნდი საკვალიფიკაციო ციკლს 28 აგვისტოს მონტენეგროელებთან საშინაო თამაშით განაახლებს, რასაც 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიის ნაკრებთან დაპირისპირება მოჰყვება. 26 ნოემბერს ქართველი კალათბურთელები გასვლაზე ბერძნებთან ითამაშებენ, 29 ნოემბერს კი პორტუგალიასთან საშინაო პაექრობაა ჩანიშნული. მეორე შესარჩევ ეტაპს საქართველოს ეროვნული გუნდი 2027 წლის დასაწყისში დაასრულებს - 26 თებერვალს მონტენეგროელებთან სტუმრად მატჩს, 1 მარტს თბილისში საბერძნეთის ნაკრებთან ბოლო ტურის თამაში მოჰყვება.

რეგლამენტის თანახმად, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორი ჯგუფის 3-3 საუკეთესო ნაკრები მოგება-წაგების ბალანსით მეორე ეტაპზე ერთ ჯგუფში ერთიანდება, საიდანაც პლანეტის პირველობის საგზურს ექვსიდან სამი საუკეთესო მოიპოვებს. ამ ეტაპზე ჯგუფს 11 ქულით ესპანეთი ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილებზე მყოფი უკრაინისა და მონტენეგროს აქტივში 10-10 ქულაა, ხოლო მეოთხე-მეექვსე პოზიციებს 9-9 ქულით პორტუგალია, საბერძნეთი და საქართველო ინაწილებენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ქართველმა კალათბურთელებმა საოცარი გამარჯვებით დაასრულეს და მიუხედავად იმისა, რომ მესამე მეოთხედში ესპანელებთან 22-ქულიანი სხვაობით მარცხდებოდნენ, მეტოქეს ოვერტაიმში 91-89 მოუგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მან მატჩის ბედი შეცვალა“ - ესპანეთის მწვრთნელი შენგელიაზე
“მან მატჩის ბედი შეცვალა“ - ესპანეთის მწვრთნელი შენგელიაზე