ჰოლანდის დუბლი და ოდეგორის საგოლე პასი | ნორვეგიამ ერაყი გაანადგურა
2026 წლის მუნდიალის პირველ ტურში ერაყი სტოლე სოლბაკენის გაწვრთნილ ნორვეგიასთან 1:4 განადგურდა.
29-ე წუთზე დავიდ ვოლფეს საგოლე პასით ჰოლანდმა ანგარიში გახსნა, 39-ე წუთზე ერაყის ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა, საგოლე პასი ამირ ალ-ამარის აქტივშია, აიმენ ჰუსეინმა თავით ბრწყინვალედ შეასრულა.43-ე წუთზე ერაყელთა მცველის ცუდი პასით ჰოლანდმა ისარგებლა, პასი ჩაჭრა და დუბლი შეასრულა. სკანდინავიელებმა ტაიმი 2:1 მოიგეს.
76-ე წუთზე ნორვეგიელთა კაპიტნის, მარტინ ოდეგორის საგოლე პასით ლეო ოსტიგორმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მე-6 დამატებულ წუთზე ერლინგ ჰოლანდმა იაქტიურა, მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო და საბოლოოდ ერაყელი ფეხბურთელის, აიმენ ჰუსეინის ავტოგოლი დაფიქსირდა.
როგორც OPTA-ზე ვკითხულობთ, ერლინგ ჰოლანდმა ნორვეგიის ნაკრების რიგებში ჩატარებულ ბოლო11-ვე მატჩში გაიტანა.
25 წლის ერლინგ ჰოლანდისთვის, 27 წლის მარტინ ოდეგორისთვის, ისევე როგორც ყველა მათი თანაგუნდელისთვის, პირველი დიდი სანაკრებო ფორუმია. ნორვეგია, რომელიც ამჟამად FIFA-ს რეიტინგში 31-ე ადგილზეა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედ თამაშობს (1938, 1994, 1998, 2026), ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ, 2000 წელს მონაწილეობდა.
ერაყი, რომელსაც ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გრემ არნოლდი წვრთნის, მეორე ტურში საფრანგეთს დაუპირისპირდება, ნორვეგიის მეტოქე სენეგალი იქნება. ორივე მატჩი 23 ივნისს გაიმართება.