კილიან მბაპე, უსმან დემბელე
Aa
Aa

დემბელესა და მბაპეს შორის საუბარი შედგა | დაცვაში უფრო დიდი ძალისხმევა უნდა გაიღოს

L’Equipe-მა საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების სამუნდიალო სამზადისს სტატია მიუძღვნა. ავტორიტეტული გამოცემა უსმან დემბელეს როლზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელსა და კილიან მბაპეს შორის საუბარი შედგა.

„მბაპე და დემბელე ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ და შეუძლიათ, მნიშვნელოვანი ტაქტიკური საკითხები განიხილონ. ბოლო კვირების განმავლობაში დემბელეს არ მორიდებია, თავისი კაპიტნისთვის მკაფიო სიგნალი გაეგზავნა: ეროვნულ ნაკრებში მან დაცვაში უფრო დიდი ძალისხმევა უნდა გაიღოს, ვიდრე კლუბში, რათა ფეხი აუწყოს მათ მენტალიტეტს და სრულად ინტეგრირდეს გუნდში.

ზოგჯერ დემბელე ამას ხუმრობით აკეთებდა, ზოგჯერ — სრული სერიოზულობით. მოსამზადებელი პერიოდისას მბაპე და დემბელე ერთად დიდ დროს ატარებენ. რაც შეეხება კრიტიკას, ამის მიზანი გუნდის გაუმჯობესება და არა ვინმეს შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენებაა“, — წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, საფრანგეთის ნაკრები I ჯგუფში იმყოფება და მისი მეტოქეები სენეგალის, ერაყისა და ნორვეგიის ნაკრებები არიან. დიდიე დეშამის გუნდის პირველი მეტოქე სენეგალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარკოიშვილმა მონაკო ფინალში გაიყვანა - ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე
მარკოიშვილმა მონაკო ფინალში გაიყვანა - ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე