კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ქორწილში იყო, პასპორტი მეგობრებმა ჩაუტანეს | ედერსონის ისტორია

ბრაზილიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში ცვლილებაა. ტრავმირებული ვესლის ნაცვლად კარლო ანჩელოტიმ „ატალანტას“ ფეხბურთელი, ედერსონი, გამოიძახა, რაც მისთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა.

ედერსონი გაფართოებულ, 55-კაციან შემადგენლობაში მოხვდა, მაგრამ იმედი აღარ ჰქონდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის შანსი მიეცემოდა. სწორედ ამიტომ მშობლიურ ქალაქში, კამპუ-გრანდეში, ჩავიდა და შაბათს „ტიგრესის“ ფეხბურთელის, რომულოს, ქორწილში იმყოფებოდა.

ედერსონმა პასპორტი რიო-დე-ჟანეიროში დატოვა და შოკში ჩავარდა, როდესაც კვირას დილით მისი გამოძახება გამოცხადდა. ედერსონმა მეგობრებს სთხოვა, პასპორტი მისთვის სან-პაულუში მიეტანათ, საიდანაც ის აშშ-ში გამგზავრებას აპირებდა. ბარგის ჩალაგება და ტანსაცმლის შეძენა საკუთარ თავზე მისმა მეუღლემ აიღო.

ედერსონი კამპუ-გრანდედან სან-პაულუში გაემგზავრა. იქ თავის მეგობრებს შეხვდა და აშშ-ში კვირას ღამით გაფრინდა. ედერსონი ბრაზილიის ნაკრებს ორშაბათ დილას შეუერთდა და პირველ ვარჯიშს უახლოეს საათებში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“ | პერეირამ ილიასა და ჰოკიტზე ისაუბრა
„ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“ | პერეირამ ილიასა და ჰოკიტზე ისაუბრა