გიორგი მაისურაძე
Aa
Aa

სეზონის აღმოჩენა | პოლისიას პრეზიდენტმა მაისურაძე დააჯილდოვა

უკრაინული ჟიტომირის პოლისიას პრეზიდენტმა გენადი ბუტკევიჩმა 2025-26 წლების სეზონიდან სამ ფეხბურთელს ტრადიციული ჯილდო გადასცა. საუკეთესო მცველის პრიზი ედუარდ სარაპიმ მიიღო, საუკეთესო მეკარის - ევგენი ვოლინეცი, სეზონის აღმოჩენა კი გიორგი მაისურაძე გახდა.

სეზონის პირველ ნახევარში პოლისიას მთავარი მწვრთნელი რუსლან როტანი მაისურაძეს არ ენდობოდა, თუმცა ზამთრის შეკრების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, სეზონის მეორე ნახევარში ჩემპიონატში 14-დან 11 მატჩში ათამაშა, 11-დან 7-ში 45 წუთი ან მეტი დრო გაატარა მინდორზე, მის აქტივში გოლი და საგოლე პასია.

მაისურაძე ტურის სიმბოლურ გუნდში ორჯერ მოხვდა.

23-ე ტურში პოლტავას ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

სეზონის ბოლო ტურში პოლისიამ შინ ლვოვის რუხს 2:0 მოუგო.ლვოვის რუხთან მოგებულ მატჩში გიორგი მაისურაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, შესვენების შემდეგ თამაშში ჩაერთო, მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, 82-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა, მეტოქის ორ ფეხბურთელს გასცდა და თანაგუნდელს გაატანინა.

მაისურაძე DREAM CHASERS AGENCY-სთან თანამშრომლობს, რომელსაც ქართველი მენეჯერი ივა კანდელაკი წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესოთა სიაშია | BILD-მა ლოჩოშვილის სეზონი შეაფასა
ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესოთა სიაშია | BILD-მა ლოჩოშვილის სეზონი შეაფასა