ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ორი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა | ბუდუს ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგიდან გავარდა

გერმანიის ბუნდესლიგის სეზონის ბოლო ტურში ჰაიდენჰაიმი შინ მაინცთან 0:2 დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგიდან გავარდა. თუ ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმში დარჩება, შემდეგ სეზონში ბუნდესლიგა 2-ში ითამაშებს.

ანგარიში მე-7 წუთზე ფილიპ ტიცმა გახსნა. ბუდუ ზივზივაძის პასის შემდეგ პიერინგერს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა, ბურთი ძელს გაარტყა.43-ე წუთზე ამირიმ ანგარიში ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში ბუდუ დრიბლინგით მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, პენალტის დანიშვნას ითხოვდა, ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა, თუმცა პენალტი არ დაინიშნა. მატჩის მიწურულს ბუდუმ გოლის გატანის ორი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, ორივე შემთხვევაში მეკარესთან პირისპირ იყო.

ჰაიდენჰაიმის კონკურენტები ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობენ, ზანქტ. პაული შინ ვოლფსბურგთან 0:1 მარცხდება. თუ ვოლფსბურგი გაიმარჯვებს, ჰაიდენჰაიმი მოგების შემთხვევაშიც ვერ მოხვდება ფლეი-აუტის ზონაში. ამ ეტაპზე ვოლფსბურგი 29 ქულით მე-16 ადგილზეა (ფლეი-აუტის ზონაში), ზანქტ. პაული 26 ქულით მე-17 საფეხურზეა, ჰაიდენჰაიმი ამდენივე ქულით ბოლო პოზიციაზეა.

ბუდუმ ბუნდესლიგის 2025-26 წლების სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, 20-დან 13-ში 45 წუთი ან უფრო მეტი წუთი ითამაშა. მის აქტივში 6 გოლია. აინტრახტს, უნიონს, ფრაიბურგსა და ზანქტ. პაულის თითო-თითო გოლი გაუტანა, ჩემპიონ მიუნხენის ბაიერნთან დუბლი შეასრულა.

მიმდინარეობს განახლება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკომ პენალტი გაიტანა | 20 თერთმეტმეტრიანი, გმირი მეკარე და სენტ-ეტიენის მოგება
ზურიკომ პენალტი გაიტანა | 20 თერთმეტმეტრიანი, გმირი მეკარე და სენტ-ეტიენის მოგება