ნიკა გაგნიძე
Aa
Aa

MLS-ის კლუბი დიდ ინტერესს იჩენს | გაგნიძისთვის პრიორიტეტი ევროპაში თამაშია

კრისტალსპორტის ინფორმაციით, MLS-ის კლუბი ნიუ ინგლენდ როვულუშენი ნიკა გაგნიძის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს, თუმცა ფეხბურთელისთვის პრიორიტეტი ევროპაში თამაშია. ნიკა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას დაელოდება და იმედოვნებს, რომ კარიერას ძლიერ ევროპულ კლუბში გააგრძელებს.

MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში ნიუ ინგლენდ რევოლუშენი 22 ქულით მესამე ადგიილზეა, მეორეადგილოსან ინტერ მაიამის 3 ქულით ჩამორჩება.

25 წლის ნახევარმცველმა, რომელიც 2024 წლის ზაფხულიდან კოლოსში თამაშობს, უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, 4 საგოლე პასი შეასრულა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, Transfermarkt-ი 900 000 ევროდ აფასებს.

გასულ წელს ვილი სანიოლმა გაგნიძე ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, ეროვნულ ნაკრებში 8 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში გოლი (ბულგარეთთან) და 2 საგოლე პასია (კაბო ვერდესთან და ლიეტუვასთან).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მექვაბიშვილი ხეტაფეს შესთავაზეს - ქართველი ფეხბურთელის ახალი ვარიანტი
მექვაბიშვილი ხეტაფეს შესთავაზეს - ქართველი ფეხბურთელის ახალი ვარიანტი