ტრაგედია ფლიკის ოჯახში - გერმანელ სპეციალისტს მამა გარდაეცვალა
ელ კლასიკომდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ ბარსელონას მთავარი მწვრთნელს, ჰანსი ფლიკის ოჯახს მძიმე სიტუაცია აქვს.
ბლაუგრანას ოფიციალურმა გვერდმა გვამცნო, რომ გერმანელ სპეციალისტს მამა დაეღუპა.
ეს ამბავი ფლიკმა ფეხბურთელებს დღეს დილით ამცნო და განუცხადა, რომ მიუხედავად ასეთი ტრაგედიისა ის დღეს გუნდის დატოვებას არ აპირებს და ელ კლასიკოში საკუთარ გუნდს უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ ბრასელონას და რეალის დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
El FC Barcelona y toda la familia blaugrana queremos hacer llegar nuestro cariño a Hansi Flick por el fallecimiento de su padre. Compartimos su dolor y te acompañamos en este momento tan difícil para él y su familia. pic.twitter.com/1IZzT6ds4L
— FC Barcelona (@FCBarcelona_es) May 10, 2026