შორეულ კუთხეში ეფექტურად იტანდა | ლობჟანიძე გოლთან ახლოს იყო
MLS-ში ატლანტა იუნაიტედი შინ ლოს ანჯელეს გალაქსისთან 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ საბა ლობჟანიძე სასტარტო 11-ეულში ათამაშა, 71-ე წუთზე შეცვალა. ქართველი გარემარბი გოლის გატანასთან ახლოს იყო, მეტოქის საჯარიმოში იაქტიურა და შორეული კუთხისკენ მოჭრილი დარტყმა შეასრულა, მეკარემ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა, გუნდი გოლისგან იხსნა. საბამ საგოლე პასიც შეასრულა, მაგრამ შემდეგ VAR-მა გოლი გააუქმა.
MLS-ში, 3 მაისს, საბამ მონრეალთან დუბლი შეასრულა, ამ შეხვედრაში 42-მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა (იხილეთ).
აღმოსავლეთ კონფერენციაში ატლანტა იუნაიტედი 12 მატჩში მოპოვებული 10 ქულით ბოლოდან მესამე, მე-13 ადგილზეა. შემდეგ მატჩში, 17 მაისს ორლანდოს ესტუმრება, რომელიც ასევე აუტსაიდერია, ატლანტას მსგავსად მის ანგარიშზე 10 ქულაა.