ფედერიკო ვალვერდე, ორელიენ ჩუამენი
Aa
Aa

მოკვლევა დასრულებულია - რეალმა ჩუამენი და ვალვერდე დააჯარიმა

მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებით ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ფონზე „სამეფო კლუბმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

როგორც „ბლანკოსის“ განცხადებაშია აღნიშნული, ორიელიენ ჩუამენიმ და ფედერიკო ვარლვერდემ გულწრფელი სინანული გამოთქვეს მომხდარის გამო და ერთმანეთს ბოდიშიც მოუხადეს.

„ორივე ფეხბურთელმა ასევე ბოდიში მოუხადა კლუბს, თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბსა და გულშემატკივრებს. ჩუამენიმ და ვალვერდემ განაცხადეს, რომ მზად არიან მიიღონ, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც კლუბი გამართლებულად მიიჩნევს.

ამის გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ზემოხსენებული ფეხბურთელები 500 ათასი ევროთი [თითოეულს] დააჯარიმოს“.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ ოფიციალური განცხადება გუშინაც გამოაქვეყნა და ფედერიკო ვალვერდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ურუგვაელ ფეხბურთელს თანაგუნდელ ორელიენ ჩუამენისთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა: ჩუამენიმ მას მუშტი სახეში დაარტყა, რის შემდეგაც ფედე წაიქცა, მაგიდას თავი დაარტყა, ჭრილობა მიიღო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეხვედრა შედგა - პერესმა და მოურინიომ პირადად ისაუბრეს
შეხვედრა შედგა - პერესმა და მოურინიომ პირადად ისაუბრეს