გაბრიელ სიგუა
Aa
Aa

ტრავმა მიიღო და სეზონი დაასრულა - სიგუა ბაზელში დაბრუნდა

გაბრიელ სიგუა ტრავმირებულია, რის გამოც მისთვის სეზონი დასრულდა. ის ბაზელში დაბრუნდა, რადგან იმ გუნდში უნდა იმკურნალოს, რომელსაც ოფიციალურად ეკუთვნის.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოცემა Bazonline წერს:

„დღევანდელ ვარჯიშზე გულშემატკივრებმა ნაცნობი სახე შენიშნეს — გაბრიელ სიგუა გუნდზე ადრე მივიდა და ფიზიოთერაპევტთან ერთად ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

სიგუა აგვისტოდან იჯარით ლოზანაში თამაშობს და იქ ივნისის ბოლომდე დარჩება. მიმდინარე სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა შვეიცარიის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შეზღუდა ტრავმებმა, რომლებიც დასავლეთ შვეიცარიაშიც გაგრძელდა.

ბარძაყის პრობლემების გამო მან არაერთი შეხვედრა გამოტოვა და სწორედ ეს ტრავმა გახდა მისი ბაზელში დაბრუნების მიზეზიც. ბოლო დაზიანების შემდეგ სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია, რის გამოც კლუბმა გადაწყვიტა, რომ 20 წლის ფეხბურთელმა რეაბილიტაცია ბაზელში გაიაროს.

გავრცელებული ინფორმაციით, სიგუა ბაზელის მომავალი სეზონის გეგმებშიც განიხილება და შესაძლოა გუნდის მნიშვნელოვან ნაწილადაც იქცეს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები