შენგელიას ბრწყინვალე თამაში | პაოკ-თან გამარჯვებით საბერძნეთის თასი მოიგო
ლევან შენგელია საბერძნეთის თასის მფლობელია. მისმა გუნდმა ოფი-მ ფინალში რაზვან ლუჩესკუს გაწვრთნილი პაოკ-ი დაამარცხა. 30 წლის ქართველი შემტევი პაოკ-ის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მიუხედავად იმისა, რომ მის აქტივში გოლი და საგოლე პასი არაა, სამივე გოლის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ძირითად დროში გატანილი ორივე გოლი შენგელიას აქტიურობას მოჰყვა, პირველი დამატებითი დროის მიწურულს კი მისი აქტიურობის შემდეგ პაოკ-ის მოთამაშეს ბურთი ხელზე მოხვდა, პენალტი დაინიშნა, რომელიც შენგელიას თანაგუნდელმა გამოიყენა და ამ გოლით პაოკ-მა თასი აღმართა.
Transfermarkt-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 30 წლის ფეხბურთელისთვის ეს კარიერაში რიგით მეორე ტიტულია, 2019 წელს დინამო თბილისთან ერთად საქართველოს ჩემპონატი მოიგო.
მიმდინარე სეზონში შენგელიამ საბერძნეთის თასის გათამაშების 9 მატჩიდან 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის აქტივში გოლი და საგოლე პასია. ორივე შედეგიანი მოქმედება ჯგუფურ ეტაპზე კავალას წინააღმდეგ შეასრულა.