ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ლიდერთან განადგურდა | ზურიკოს ტრავმა და სენტ-ეტიენის გართულებული ამოცანა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში სენტ-ეტიენი შინ ლიდერ ტრუასთან 0:3 განადგურდა. მე-16 წუთზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, სენტ-ეტიენის ლიდერმა ზურიკო დავითაშვილმა ტრავმის გამო მოედანი დატოვა.

სენტ-ეტიენმა ზედიზედ ორი მატჩი დათმო. წინა ტურში აუტსაიდერ ბასტიასთან, დღეს კი ლიდერ ტრუასთან მარცხის შემდეგ, გუნდმა მეორედან მესამე ადგილზე ჩამოინაცვლა. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ტრუა 64 ქულით პირველზეა, ლე მანი 58 ქულით მეორე ადგილს იკავებს, სენტ-ეტიენი 57 ქულით მესამეა, ხოლო რედ სტარის აქტივში 54 ქულაა. მეორე ადგილზე გასული გუნდი ლიგა 1-ში პირდაპირ აღზევდება, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში კი ფლეი-ოფის ფინალში ითამაშებს. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გასული გუნდები ფლეი-ოფის ნახევარფინალში მიიღებენ მონაწილეობას.

მომდევნო ტურში, 2 მაისს, სენტ-ეტიენი ესტუმრება როდეზს, რომელიც მე-6 ადგილისთვის იბრძვის. ზურიკოს გუნდს ძალიან რთული მატჩი ელის, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ფეხბურთელი თანაგუნდელების დახმარებას ვერ შეძლებს.

ტრუასთან მატჩამდე ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, მან საფრანგეთის თასის ერთ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა და ნიცას პენალტიდან გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავქარიანი აგრესორი VS ტოტალური ბალანსი | რა ელის კვარას? (ც9)
თავქარიანი აგრესორი VS ტოტალური ბალანსი | რა ელის კვარას? (ც9)