ყაზაიშვილი ''მანჩესტერ იუნაიტედის'' წინააღმდეგ
''მანჩესტერ იუნაიტედი'' ზაფხულში მოსამზადებელი ეტაპისას ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ჟოზე მოურინიოს გუნდი ვაკო ყაზაიშვილის ''სან ხოსესა'' და მექსიკურ ''ამერიკას'' შეხვდება.
2015 წელს ''სან ხოსეს'' სტადიონი ''ავივა'' ოფიციალურად ''მანჩესტერ იუნაიტედისა'' და ''სან ხოსეს'' დაპირისპირებით გაიხსნა. ამჯერად ''წითელი ეშმაკებისა'' და ქართველი ფეხბურთელის გუნდის ამხანაგური მატჩი 22 ივლისს კალიფორნიაში, სანტა კლარაში შედგება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ''სან ხოსეში'' 2017 წელს გადავიდა, სადებიუტო სეზონში 14 მატჩში 5 გოლი შეაგდო, მიმდინარე სეზონში კი 3 თამაშში 2 გოლი გაიტანა. ყაზაიშვილმა ეროვნული ნაკრების მაისურით უკანასკნელ ამხანაგურ მატჩში ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რომელსაც არაერთმა ცნობილმა გამოცემამ, მათ შორის ესპანურმა marca-მ დადებითი შეფასება მისცა.
