გიორგი ჩაკვეტაძე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

უოტფორდის მე-14 მარცხი სეზონში | ჩაკვეტაძე ინერტული იყო

ინგლისის ჩემპიონშიფის 43-ე ტურში ედ სტილის გაწვრთნილი უოტფორდი შინ უშუალო კონკურენტ შეფილდ იუნაიტედთან 0:2 დამარცხდა. მეორე ტაიმში, 10-წუთიან მონაკვეთში სტუმართა ფორვადმა პატრიკ ბამფორდმა დუბლი შეასრულა.

საბა გოგლიჩიძე, რომელიც ბამფორდს მეურვეობდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე თამაშში 1:0-ზე, 58-ე წუთზე ჩაერთო. 66-ე წუთზე ჩაკვეტაძე გუსტავო ჰამერმა თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა, არბიტრმა ნიდერლანდელ ნახევარმცველს ყვითელი ბარათი უჩვენა. 68-ე წუთზე საბა გოგლიჩიძემ შეტევაში იაქტიურა, კარისკენ თავით დაარტყა, მეკარემ ბურთი დაიჭირა. ჩაკვეტაძეს საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, მის აქტივში გამამწვავებელი პასი არაა, შეტევებს ვერ ამწვავებდა და ინერტული იყო.

სეზონში უოტფორდმა 43-დან 14 მატჩი მოიგო, 15 ფრედ დაასრულა, 14 დათმო. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. მომდევნო ტურში, 21 აპრილს უოტფორდი ესტუმრება ვესტ ბრომვიჩს, რომელიც ჩემპიონშიფში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო ცნობები ალისონზე - მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი
ბოლო ცნობები ალისონზე - მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი