იეგოიანის პროდუქტიული მატჩი - ექსელსიორის ფრე ზვოლესთან
ნიდერლანდების ჩემპიონატის მორიგ ტურში, ირაკლი იეგოიანის „ექსელსიორი“ სტუმრად „ზვოლეს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 2:2 ითამაშა.
ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 79 წუთი გაატარა. იეგოიანს საგოლე ეპიზოდი არ ჰქონია, თუმცა, დაცვაში საკმაოდ პროდუქტიული იყო. ირაკლიმ შეხვედრა ასეთი სტატისტიკით დაასრულა - ბურთთან 55 შეხება, 37-დან 28 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 5-დან 3 წარმატებული დრიბლინგი, 3 ართმევა, 1 განმუხტვა, 2 დაბლოკილი დარტყმა, ბურთის 6-ჯერ დაბრუნება, 16-დან 8 მოგებული ორთაბრძოლა.

დღევანდელ მატჩში „ექსელსიორი“ ორჯერ მარცხდებოდა, თუმცა სტუმრებმა ორივეჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ, ქულას დაჯერდნენ.
დღეს აღებული ქულით, „ექსელსიორმა“ გასავარდნი ზონიდან თავისს დაღწევა შეძლო. 30 ტურის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის გუნდი 28 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფის ზონას 1 ქულით გაუსწრო. ნიდერლანდების ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური რჩება და ამ მოცემულობით, „ექსელსიორი“ უმაღლეს ლიგაში ადგილს ინარჩუნებს. იეგოიანის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 აპრილს, საკუთარ მოედანზე მე-7 ადგილოსან „უტრეხტთან“ გამართავს.