ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პარი სენ-ჟერმენის 3 ფეხბურთელი | კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურში მოხვდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა. პარიზელთა ქართველმა გარემარბმა გოლი გაიტანა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.

უეფამ „პარი სენ-ჟერმენის“ სამი მოთამაშე გამოარჩია და ერთ-ერთი მათგანი „კვარა“ გახლავთ. სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: მანუელ ნოიერი (კვირის საუკეთესო ფეხბურთელი), მაქსიმილიანო არაუხო, მარკინიოსი, რობინ ლე ნორმანი, იოსიპ სტანისიჩი, ჟოაუ ნევეში, იოზუა კიმიხი, კაი ჰავერცი, ხვიჩა კვარაცხელია, ხულიან ალვარესი, ლამინ იამალი.

კვარაცხელია კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეც იყო წარდგენილი და მისი კონკურენტები მანუელ ნოიერი, დავიდ რაია და ხულიან ალვარესი იყვნენ. „კვარამ“ მესამე პოზიცია დაიკავა: პირველზე ნოიერი გავიდა, მეორეზე — რაია, მეოთხეზე — ალვარესი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რა გოლი გაიტანა! საოცარ დონეზეა“ | პაჩომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„რა გოლი გაიტანა! საოცარ დონეზეა“ | პაჩომ კვარაცხელიაზე ისაუბრა