ლივერპული, პსჟ, გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაცხელია: “გოლი ჩემი მეგობრის კარში? მამარდას საუკეთესოს ვუსურვებ“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარი სენ ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილიც. კვარას დიდებული მატჩი ჰქონდა და პარიზელთა მხრიდან მე-2 გოლი სწორედ მან გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა სუპერვარსკვლავმა კომენტარი გააკეთა.

ხვიჩა:

„ვფიქრობ, მეტი გოლის გატანის შანსებიც გვქონდა და გარკვეულ ეპიზოდებში უნდა გაგვეტანა კიდეც. თუმცა საერთო ჯამში კარგი თამაში ჩავატარეთ.

უნდა შევინარჩუნოთ კონცენტრაცია. წინ „ენფილდზე“ თამაში გველოდება და ვიცით, როგორი ატმოსფერო იქნება იქ. მზად ვართ. უკვე დღეს დავიწყებთ მეორე მატჩისთვის მზადებას.

გოლი ჩემს მეგობარს გავუტანე? პირველ ტაიმში მან შესანიშნავი ბურთი მოიგერია. ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მის გამო ნამდვილად მიხარია და საუკეთესოს ვუსურვებ.“

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-8 გოლი გაიტანა. რაც შეეხება საგოლე პასების რაოდენობას, ქართველ სუპერვარსკვლავს 4 შედეგიანი გადაცემა აქვს.

ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 14 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

კვარას ყველა მომენტი VS ლივერპული

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას სუპერ გოლი და მამარდას ეფექტური მოგერიებები - პსჟ-მ ლივერპულს მოუგო
კვარას სუპერ გოლი და მამარდას ეფექტური მოგერიებები - პსჟ-მ ლივერპულს მოუგო